ka | en
Company Slogan TODO

ბუნებრივი და მოდიფიცირებული სორბენტების სტრუქტურული დახასიათება მძიმე მეტალების ქრომის, თუთიის, ტყვიის და კადმიუმისაგან  ზედაპირული წყლების   გასაწმენდად

ავტორი: ნინო გაგნიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ცეოლითი, მძიმე მეტალები, მორდენიტი, სორბცია
ანოტაცია:

მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურება დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. გარემოს ანთროპოგენულ დამაბინძურებლებს შორის განსაკუთრებით დიდი ტოქსიკურობით ხასიათდებიან მძიმე მეტალები, როგორიცაა ტყვია, კადმიუმი, ქრომი, თუთია და სხვა.ამიტომ, აუცილებელია გარემოს, და პირველ რიგში წყლის გაწმენდა მძიმე მეტალებისაგან, ამისთვის კი საუკეთესო მეთოდათ ადსორბციაა მიჩნეული, პერსპექტიულ ადსორბენტებად ითვლება ბუნებრივი ცეოლითები. სამუშაოში წარმოდგენილია ბუნებრივი ცეოლითის მორდენიტის როგორც მძიმე მეტალების ადსორბენტის მოდიფიცირების, ქიმიური შემცველობის ანალიზის და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის შედეგები. საწყისი მორდენიტი მდგრადია როგორც მჟავით, ისე ტუტით დამუშავებისადმი - პრაქტიკულად არ შეიცვალა სილიკატური მოდული, მჟავურმა დამუშავებამ გამოიწვია არხებიდან მხოლოდ კალციუმის გამოტანა. XRD-ს შედეგებმა აჩვენა, რომ საწყისი ცეოლითი შეიცავს კვარცს, რომელიც უმნიშვნელოდ მცირდება ტუტეთა ნარევით დამუშავებისას. იწ- უბანში შთანთქმის ყველაზე ინტენსიური ზოლი შეიმჩნევა 1047-1056 სმ-1 და პასუხობს Si – O – Si ბმის რხევას, ხოლო 466.95 სმ-1 ზოლი - სტრუქტურული ერთეულის Al – O4 დეფორმაციულ რხევებთან. ცეოლითური წყლის არსებობაზე მიუთითებს შთანთქმის ზოლები 3100-3700 სმ-1 დიაპაზონში. ე.ი., მორდენიტის უფრო მკვეთრი სტრუქტურული ცვლილებების და ღრმა დეკათიონირების მისაღწევად საჭიროა მოდიფიცირების უფრო ხისტი პირობების შერჩევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com