ავტორიზაცია
ატომური ყუმბარა
ავტორი: სოფიო ჯალაღანიასაკვანძო სიტყვები: ატომური ყუმბარა, რადიაცია, დაბინძურება
ანოტაცია:
ნაშრომში მოყვანილია ატომური ბომბის შექმნის ისტორია, მისი მოქმედების პრინციპი და გამოყენების შედეგები. 1943 წლიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდი ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით ”მანჰეტენის პროექტის” ფარგლებში შექმნა პირველი 3 ატომური ყუმბარა: პლუტონის ბომბი სახელად „Trinity”, მე-2 - ურანის ბომბი სახელად “Little Boy” და მე-3 პლუტონის ბომბი სახელად “Fat Man”. ატომური ყუმბარის მოქმედების პრინციპში დევს ჯაჭვური რეაქცია და თერმობირთვული სინთეზი. ჯაჭვური რეაქციის განხორციელებისთვის გამოიყენება U-235 ან Pl-239 იზოტოპები. ატომურ ყუმბარებში დეტონაციის ორი მეთოდი არსებობს: ზარბაზნული სქემა და იმპლოზიური. ბირთვული ყუმბარის სიძლიერე იზომება ტროტილის (ტრინიტროტოლუილის) ექვივალენტებში. აფეთქების სიძლიერე ძირითადად გამოისახება კილოტონებში (კგტ) ან მეგატონებში (მგტ). დასახული მიზნების საჭიროებიდან გამომდინარე, ატომური ყუმბარის აფეთქება შეიძლება იყოს: ატმოსფეროში (ჰაერში), მიწის და წყლის ზედაპირზე, აგრეთვე მიწისქვეშა და წყალქვეშა აფეთქებები. ატომური ყუმბარის აფეთქებას მოყვება დარტყმითი ტალღა, სინათლის გამოსხივება ,გამჭოლი რადიაცია, ელექტრომაგნიტური იმპულსი და რადიაციული დაბინძურება. ელექტრომაგნიტური იმპულსი აზიანებს ტექნიკას, რადიაქტიურ დაბინძურებას აქვს პროლონგირებული მოქმედება, იწვევს დროთა განმავლობაში არაპროგნოზირებად მუტაციას, რაც კიდევ უფრო სახიფათოა კაცობრიობისათვის. დანარჩენის ზემოქმედება კი შეიძლება ლეტალურად დასრულდეს ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, მცენარეებისთვის, შენობა ნაგებობებისთვის და ა.შ. ტერიტორია კი სადაც მოხდა ყუმბარის აფეთქება დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაბინძურებული და სახიფათო ცოცხალი ორგანიზმებისათვის.