ka | en
Company Slogan TODO

ბაქნური კარსტის პირობებში კარსტული მღვიმეების ევოლუციის შესახებ (ზემო იმერეთის პლატოს მაგალითზე). საქართველო

ავტორი: გიორგი ჩართოლანი
თანაავტორები: ზაზა ლეჟავა, ლაშა ასანიძე, კუკური წიქარიშვილი, ნინო ჩიხრაძე, ანი შეროზია
საკვანძო სიტყვები: ჰიდროლოგიური კვლევები, ინდიკატორული ტესტი, მღვიმეების განვითარების ციკლი
ანოტაცია:

ზემო იმერეთის პლატოზე, ჩვენ მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ფაქტიური მასალა, კერძოდ, კარსტული მღვიმეების მორფოლოგიური ანალიზი, ჰიდროლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური კვლევები, მიწისქვეშა წყლების ტრასირების (ინდიკატორული ცდები) შედეგები, ჭაბურღილების მონაცემები და სხვ. საშუალებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ მღვიმეების ევოლუციაში აისახა ფრეატული, ვადოზური და მშრალი ეპოქების გავლენა. კარსტული მღვიმეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაიარა განვითარების ფრეატული სტადია, თუმცა დღეისათვის წნევიანი ნაკადების მოქმედების კვლები უმეტეს შემთხვევაში წაშლილია ვადოზური წყლების და სხვა პროცესების (კოროზია, ნგრევა, ნაღვენთების განვითარება და სხვ.) ზემოქმედებით. ამასთან დგინდება, რომ მღვიმეთა ევოლუცია თვით ერთსა და იმავე კარსტული მასივის ფარგლებშიც კი არ მიმდინარეობს ერთნაირად, რაც დაკავშირებულია ტექტონიკური მოძრაობების ან სხვა პირობების გავლენით მღვიმის განვითარების ნორმალური მსვლელობის დარღვევასთან. განვითარების თანამედროვე ეტაპზე ფრეატული რეჟიმი კარგად არის გამოხატული ღრუდოს მიწისქვეშა აუზში, ხოლო მაღალ ჰიფსომეტრიულ დონეებზე განლაგებულ ციკლგავლილ მღვიმეებში კარგად არის შემონახული როგორც ვადოზური, ისე მშრალი ეპოქების კვლები. მღვიმის განვითარების შემდგომ ეტაპზე აქტიურ როლს თამაშობს პერიოდული ნაკადები, რაც, თავის მხრივ, ნალექდაგროვების ციკლურ ხასიათში აისახა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com