ka | en
Company Slogan TODO

დრეკადობის ბრტყელი თეორიის ერთი საკონტაქტო ამოცანის შესახებ ნაწილობრივ უცნობი საზღვრით

ავტორი: ნანა ოდიშელიძე
საკვანძო სიტყვები: დრეკადობა, ძაბვები, თანაბრადმტკიცე კონტური
ანოტაცია:

შესწავლილია დრეკადობის ბრტყელი თეორიის ერთი საკონტაქტო ამოცანა თანაბრადმტკიცე ნაწილობრივ უცნობი საზღვრით. საზღვრის წრფივ მონაკვეთებზე მოდებულია აბსოლიტურად გლუვი შტამპები სწორხაზოვანი ფუძეებით, რომლებზეც მოდებულია ძალა. საძიებელი თანაბრადმტკიცე საზღვრის ნაწილი თავისუფალია გარეშე ზემოქმედებისგან. თანაბრადმტკიცე კონტურები ეწოდება ისეთ კონტურებს რომელზედაც ტანგენციალური-ნორმალური ძაბვის (ტანგენციალური-ნორმალური მომენტის) მაქსიმალური მნიშვნელობების მინიმუმი მიიღწევა. მტკიცდება, რომ ეს პირობა სრულდება ისეთ კონტურებზე, რომლებზედაც ტანგენციალური-ნორმალური ძაბვები (ტანგენციალური-ნორმალური მომენტები) მუდმივ მნიშვნელობას ინარჩუნებენ. ამ ამოცანების გადაწყვეტა უზრუნველყოფს საზღვარზე ძაბვების ოპტიმალურ განაწილებას საზღვრის ფორმის სათანადო შერჩევის გზით. დამუშავებულია მეთოდი, რომლის საშუალებითაც განხილული ნაწილობრივ უცნობ საზღვრიანი ამოცანა მიყვანილია ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ცნობილ საზღვრიან ამოცანაზე. წარმოდგენილია რიცხვითი ანალიზი და აგებულია შესაბამისი დიაგრამები.კომპლექსური ანალიზის მეთოდების გამოყენებით [1], დადგენილია თანაბრადმტკიცე უცნობი საზღვარი და სხეულის დაძაბული მდგომარეობა.


მიმაგრებული ფაილები:

On one contact problem of plane elasticity theory with partially unknown boundary. [en]
დრეკადობის ბრტყელი თეორიის ერთი საკონტაქტო ამოცანის შესახებ ნაწილობრივ უცნობი საზღვრით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com