ავტორიზაცია
ჩამჭერი პოტენციალის ზეგავლენა ექსიტონური კომპლექსების ენერგეტიკულ სპექტრზე შემონაფენიან ნანომავთულებში
ავტორი: ზაალ მაჭავარიანითანაავტორები: რომან კეზერაშვილი, თამარ ჭელიძე, ბაჩანა ბერაძე
საკვანძო სიტყვები: ტრიონი, ნანომავთული, ბიექსიტონი
ანოტაცია:
ეფექტური მასის მიახლოვებაში შესწავლილია ექსიტონები, ტრიონები და ბიექსიტონები შემონაფენიან ნანომავთულებში. ტრიონებისა და ბიესიტონების ფორმირების ამოცანაში ჩვენი მოდელი ეყრდნობა კვაზიერთგანზომილებიან სისტემებში ორი კულონური ცენტრის ამოცანას, მსგავსად კლასიკური კვანტურ მექანიკური წყალბადის მოლეკულური იონისა და წყალბადის მოლეკულის ამოცანებისა. ჩვენი მოდელის ფარგლებში კვაზიერთგანზომილებიან შემთხვევაში ტრიონებისა და ბიექსიტონების ფორმირება ხდება როგორც განივი ჩამჭერი პოტენციალის ასევე ლოკალური პოტენციალის მოქმედებით. შესწავლილია განივი ჩამჭერი პოტენციალის ფორმის ზეგავლენა ტრიონებისა და ბიექსიტონების ბმის ენერგიებზე. ამოცანა ამოხსნილია რიცხვობრივად სათანადო შრედინგერის განტოლების რიცხვითი ინტეგრების გზით. ეს საშუალებას იძლევა პრაქტიკუად ნებისმიერი ფორმის ჩამჭერი პოტენციალის შემთხვევაში ვიპოვოთ სისტემის ტალღური ფუნქციები და ენერგეტიკული სპექტრი. ამ გზით გამოკვლეულია შემონაფენიანი ნანომავთულების ფორმირებისას შესაძლო დეფექტების მაგალითად შემონაფენის დიფუნდირების სისქის ზეგავლენა ექსიტონური კომპექსების ენერგეტიკულ სპეტრზე.