ka | en
Company Slogan TODO

აუტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობისა და მკურნალობის ზოგადი მათემატიკური მოდელის შესახებ

ავტორი: ვლადიმერ ოდიშარია
თანაავტორები: პ.წერეთელი
საკვანძო სიტყვები: აუტოიმუნური დაავადებები, მატემატიკური მოდელი
ანოტაცია:

რევმატიოდული ართრიტის მიმდინარობისა და მკურნალობის ჩვენს მიერ შემუშავებული მათემატიკური მოდელის [იხ. Odisharia K., Odisharia V., Tsereteli P., Janikashvili N. On the Mathematical Model of Drug Treatment of Rheumatoid Arthritis. Springer International Publishing, Mathematics, Informatics, and their Applications in Natural Sciences and Engineering, Chapter No: 10, pp.161-168, 2019] განზოგადოების შედეგად შემოთავაზებულია ახალი მათემატიკური მოდელი, რომლის საშუალებითაც შეიძლება იღიწეროს სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობა და მკურნალობის პროცესი. აღნიშნული მოდელის მიხედვით არსებობს სამიზნე უჯრედი, რომელსაც გარკევეული მიზეზების გამო ორგანიზმის იმუნური სისტემა აღიქვამს „მტრულ“ უჯრედად და იწყებს მის განადგურებას. პროცესში მონაწილეობენ B-, Th- და Treg- ლიმფოციტები. მოდელი წარმოადგენს ჩვეულებრივ არაწრფივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემას. მოდელის განტოლებები აღწერენ სამზინე უჯრედების, B-, Th- და Treg- ლიმფოციტების პოპულაციების ზომის და სისხლში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციის ცვლილებას. მოდელის მიხედვით დაავადება წარმოიშობა, როდესაც B უჯრედების რაოდენობა ხდება ზღვრულ ნორმაზე მეტი. მოდელში მონაწილებს სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს მიზნობრივი უჯრედის გამრავლებას და/ან B -ლიმფოციტების დაყვანას ზღვრულ რაოდენობამდე, რაც მიიღწევა Th- და Treg- უჯრედებზე ზემოქმედებით. მოდელიდან გამომდინარე შესაძებელია მართვის ამოცანის დასმა წამლის დოზირებისა და ეფექტურობის მიმართ.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com