ავტორიზაცია
გენომური პარამეტრების ცვალებადობა ათეროსკლეროზით დაავადებულ ინდივიდებში
ავტორი: მაია გაიოზიშვილითანაავტორები: თ. ბუაძე, თ.ჯოხაძე, თ.ლეჟავა, თ.სიგუა
საკვანძო სიტყვები: ათეროსკლეროზი, გენომი, ბიორეგულატორი, ჰეტეროქრომატინიზაცია
ანოტაცია:
ჩატარებულია გენომის სტაბილურობის დონის შედარებითი შესწავლა ათეროსკლეროზით დაავადებულ ინდივიდთა ორი ასაკობრივი ჯგუფის (30-35 წელი და 80 წელი და ზევით) ლიმფოციტურ კულტურათა უჯრედებში ქრომოსომათა რაოდენობრივ სტრუქტურული დარღვევების პარამეტრების (ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, სტრუქტურული მუტაციები) მიხედვით. შესწავლილია აგრეთვე შეცვლილი გენომური მაჩვენებლების კორექციის შესაძლებლობა პეპტიდური ბიორეგულატორის - ლივაგენის (Lys-Glu-Asp-Ala) მეშვეობით მისი განმხოლოებული და კობალტის იონებთან ერთობლივი ზემოქმედებისას. კონტროლს წარმოადგენდა შესაბამისი ორი ასაკობრივი ჯგუფის ჯანმრთელ ინდივიდთა ლიმფოციტური კულტურები. ნაჩვენებია, რომ ათეროსკლეროზით დაავადებულებს, მიუხედავად ასაკობრივი კუთვნილებისა, აღენიშნებათ გენომური არასტაბილურობის მაღალი დონე, ყველა შესწავლილი პარამეტრის მიხედვით, რაც ათეროსკლეროზის დროს ქრომატინის გაზრდილ კონდენსაციაზე, ჰეტეროქრომატინიზაციაზე მიუთითებს. ნაჩვენებია, აგრეთვე, რომ ლივაგენი, რომელიც ხასიათდება ქრომატინის მამოდიფიცირებელი ეფექტით, ხელს უწყობს (როგორც განცალკევებული ზემოქმედებისას, ისე კობალტთან კომბინაციაში) შეცვლილი გენომური მაჩვენებლების ნორმალიზაციას ათეროსკლეროზის დროს, ორივე ასაკობრივ ჯგუფში. მიღებული შედეგები აიხსნება ლივაგენისა და ლივაგენ-კობალტის კომბინაციის მადეკონდენსირებელი გავლენით ათეროსკლეროზით დაავადებულთა ჰეტეროქრომატინზე. ლივაგენის განმხოლოებული და კობალტის იონებთან ერთობლივი ზემოქმედებისას გამოვლენილი პროტექტორული როლის საფუძველზე შესაძლოა ვისაუბროთ მისი გამოყენების პერსპექტიულობაზე, ათეროსკლეროზით დაავადების მაღალი რისკის პირებში, პრევენტული ღონისძიებების შემუშავებისათვის.