ავტორიზაცია
ტურიზმის და რეკრეაციული მეურნეობის ზეგავლენა გარემოზე, ტერიტორიის კომპლექსური შეფასება
ავტორი: ნელი ჯამასპაშვილითანაავტორები: ბერუჩაშვილი ნ. ნ., ბერუჩაშვილი ლ. ნ
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ტურიზმი. ზეგავლენის რისკი
ანოტაცია:
ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კვლევა, განსაკუთრებით ბიოლოგიური, ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესწავლა და დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ბუნების რაციონალური ათვისების და დაცვის საქმეში. ამ კვლევების გარეშე წარმოუდგენელია ტერიტორიის მდგრადი განვითარება. საქართველო ფლობს უნიკალურ ბუნებრივ გარემოს. საქართველო არის ტურიზმის და რეკრეაციული მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რაც თავის მხრივ, დაფუძნებულია საქართველოს უნიკალური ეკოსისტემებისა და სახეობების სიმდიდრეზე. საქართველოსათვის რეკრეაციული რესურსების განვითარებას აქვს არამარტო, ეკონომიკური, არამედ სოციალური მნიშვნელობაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო ზოლის რეკრეაციული დანიშნულება, რადგან იგი წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა სივრცის და სხვა ქვეყნების მცხოვრებთათვის მიმზიდველ რეკრეაციულ არეალს. ტურისტთა დიდი რაოდენობა რა თქმა უნდა ახდენს მკვეთრ ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე, კერძოდ საქართველოს სანაპირო ზოლის ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაზე, რომელიც დიდი წნეხის ქვეშ ექცევა. ზოგადად, ტურიზმი გარემოზე დამატებითი ზეგავლენის გამომწვევი ფაქტორია. დღემდე არ არის შესწავლილი გარემოზე ტურიზმის განვითარების შესაძლო ზეგავლენა.
მიმაგრებული ფაილები:
ტურიზმის და რეკრეაციული მეურნეობის ზეგავლენა გარემოზე ტერიტორიის კომპლექსური შეფასება [ka]Impact of tourism and recreation industry on the environment Complex assessment of the territory [en]