ავტორიზაცია
”ერთსაფეხურიანი გაყინვით” კრიოპრეზერვაციის პროცედურების შემუშავება ხემცენარეების გრძელვადიანი კონსერვაციისათვის
ავტორი: მარიამ გაიდამაშვილითანაავტორები: ე. ხურციძე, თ. კუჭავა, ე. მახარაშვილი, ნ. ლორთქიფანიძე.
საკვანძო სიტყვები: კრიოპრეზერვაცია; დეჰიდრატაცია; ვიტრიფიკაცია; ზიგოტური ემბრიონი; ინკაპსულირება.
ანოტაცია:
ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია წარმოადგენს თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. მცენარეთა ex situ კონსერვაცია თამაშობს ფუნდამენტურ როლს ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობის სახეობების შენარჩუნებაში. კრიოპრეზერვაცია წარმოადგენს ერთადერთ ტექნიკას, რომელიც გარანტირებულად იძლევა მცენარეთა გენეტიკური რესურსების უსაფრთხო კონსერვაციის შესაძლებლობას ხანგრძლივი ვადით. კრიოგენული შენახვის მეთოდოლოგიის ოპტიმიზაცია მიღწეულია ცალკეული მცენარეული ნიმუშებისთვის, რაც ზღუდავს ამ მეთოდის რუტინულ გამოყენებას. ჩვენი სამუშაოები მიზნად ისახავს კრიოპრეზერვაციის ეფექტური პროცედურების შემუშავებას ზოგიერთი მერქნიანი სახეობის გრძელვადიანი კონსერვაციისათვის. ექსპერიმენტები ჩატარდა Castanea sativa Mill. ზიგოტური ემბრიონების „ერთსაფეხურიანი გაყინვით“ კრიოპრეზერვაციის ოპტიმალური პირობების დადგენის მიზნით. ექსპლანტების დეჰიდრატაცია ჩატარდა ლამინარული ბოქსში ექსპლანტების 5 საათიანი თანამიმდევრული გამოშრობით. ვიტრიფიკაცია განხორციელდა PVS2 ვიტრიფიკაციის ხსნარის გამოყენებით, რასაც მოყვა ემბრიონების პირდაპირი იმერსია თხევად აზოტში. კრიოპრეზერვაციის ორივე სისტემამ გამოავლინა საცდელი ნიმუშების ტოლერანტობა გაყინვის მიმართ. დეჰიდრატაცია/კრიოპრეზერვაციის შემდგომი ჩანასახების სიცოცხლისუნარიანობა შეადგენდა 66.7%. ვიტრიფიკაციით დამუშავებული ემბრიონების გაყინვისშემდგომი განვითარების საუკეთესო მაჩვენებლები კი განისაზღვრებოდა 55.6%-ით. TTC ტესტი გამოყენებული იქნა გამოლღობის შემდგომ ნიმუშების გადარჩენის ხარისხის სწრაფი შეფასებისათვის.