ka | en
Company Slogan TODO

სპილენძი კახეთის მევენახეობის ზონის ნიადაგებში

ავტორი: ნინო თაყაიშვილი
თანაავტორები: ნუნუ ლაბარტყავა
საკვანძო სიტყვები: სპილენძი, ნიადაგი
ანოტაცია:

ბუნებრივ ობიექტებში სპილენძის შემცველობისა და მისი გავრცელების კანონზომიერების დადგენა ანალიზური ქიმიის, გეოქიმიის და ეკოქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ საკითხის აქტუალობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში გარემოს სპილენძით დაბინძურებასთან დაკავშირებით. საქართველოს მევენახეობის რაიონების ნიადაგებში სპილენძის მნიშვნელოვანი წყაროა ბორდოს სითხე, რომელიც გამოიყენება ვაზის შესაწამლად. ჩვენს მიზანს შეადგენდა კახეთის მევენახეობის რაიონების ნიადაგებში სპილენძის საერთო შემცველობისა და წყალში ხსნადი ფორმების განსაზღვრა, მათი განაწილების კანონზომიერების დადგენა და გარემოს ეკოქიმიური შეფასება. კახეთის მევენახეობის ზონის ნიადაგებს აქვთ ნეიტრალური-სუსტი ფუძე რეაქცია (pH 7.5-7.9). ასეთ არეში სპილენძის იონები წარმოქმნიან მდგრად, უძრავ ჰიდროქსოკომპლქსებს და ფიქსირდებიან ნიადაგში. გამოკვლეულ სინჯებში საერთო სპილენძის შემცველობა 35-193 მგ/კგ ფარგლებში მერყეობს და საშუალოდ 104 მგ/კგ შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება მის კლარკს (20 მგ/კგ) და ფონურ შემცველობას კახეთის ნიადაგებში. დადგენილია, რომ წყალში ხსნადი სპილენძის შემცველობა გამოკვლეულ ნიადაგებში მცირეა, 0.8-1.4 მგ/კგ ზღვრებში მერყეობს, რაც ნაკლებია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე (3 მგ/კგ).


მიმაგრებული ფაილები:

ნინო-თაყაიშვილი-ENG [ka]
ნინო-თაყაიშვილი-GEO [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com