ka | en
Company Slogan TODO

ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემა ჟესტების ენით მოსაუბრეთათვის

ავტორი: გურამ ჩაგანავა
საკვანძო სიტყვები: ჟესტური ენა, ჟესტური ენის ამოცნობა, საკვანძო წერტილების დეტექტირება, უსადენო კომუნიკაცია, სამგანზომილებიანი ანიმაცია
ანოტაცია:

მოცემული ნაშრომი ეხმიანება იმ საკითხს, რომ მოხდეს თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მაქსიმალური ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. კვლევა ეხება სმენადაქვეითებული და მეტყველების უნარის არ მქონე ადამიანებისათვის ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და გამოცდას. აღნიშნული სისტემა გვთავაზობს სტანდარტული ვიდეო ზარის ჩანაცვლებას ანიმაციური კომუნიკაციის პროცესით. ეს ყრუ-მუნჯ ადამიანებს საშუალებას მისცემს დაამყარონ უწყვეტი კომუნიკაცია ნაკლები რესურსის გამოყენებით, რაც შეამცირებს საჭირო დანახარჯებს. ინოვაციური საკომუნიკაციო სისტემის არსი გადასაცემი ინფორმაციის ოპტიმიზაციაში მდგომარეობს. კომუნიკაციის პროცესი უფრო ეფექტური იყოს, უმჯობესია გადავცეთ არა სრული კადრები, არამედ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია. კონკრეტული ალგორითმების გამოყენებით შეგვიძლია დავაკვირდეთ გამოსახულების იმ ნაწილს, სადაც ხელის მტევნებია ნაჩვენები და განვსაზღვროთ მათი მდგომარეობა. შედეგად მოწყობილობებს შორის განხორციელდება ჟესტების შესაბამისი კოდური ინფორმაციის გაცვლა. მოწყობილობა, რომლიც მიიღებს კოდურ ინფორმაციას, ეკრანზე გამოსახავს ანიმაციურ გამოსახულებას - ავატარს, რომელიც ხელის მოძრაობებით გაიმეორებს იმ ჟესტებს, რომლებიც მიღებულ ინფორმაციას შეესაბამება. შედეგად, ეკრანზე ნაჩვენები ანიმაციის საშუალებით ყრუ-მუნჯი ადამიანი მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც მას სხვა ადამიანმა გამოუგზავნა. პროექტის მიზანია აღწერილი ინოვაციური მეთოდის ეფექტურობის გამოკვლევა. ეს მოიცავს ამოცანებს: საკომუნიკაციო სისტემის პროტოტიპის აგება, მისი ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმიზაცია. რაც მთავარია, სისტემის მუშაობის ეფექტურობა უნდა შემოწმდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ. კვლევის მოცემულ ეტაპზე განხილულ იქნა ორი სხვადასხვა მიდგომა გამოსახულებიდან ჟესტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად: ჟესტური ენის ამოცნობა და საკვანძო წერტილების დეტექტირება. გამოკვლეულ იქნა მზა პროგრამული პაკეტების მუშაობის ეფექტურობა. დადგინდა, რომ უმჯობესი იქნება საკვანძო წერტილების დეტექტირების მეთოდის გამოყენება. ასევე, განხილულ იქნა ანიმაციური მოდელების მართვის პროგრამული პაკეტები და პროექტში მათი ინტეგრირებადობის გზები.


მიმაგრებული ფაილები:

The optimized communication system for sign language speakers [en]
ოპტიმიზირებული საკომუნიკაციო სისტემა ჟესტების ენით მოსაუბრეთათვის [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com