ka | en
Company Slogan TODO

იმუნური სტატუსი ბავშვთა ასაკში

ავტორი: თეკლე ყალიჩავა
საკვანძო სიტყვები: იმუნური სტატუსი, ახალშობილების იმუნოლოგია, იმუნური უჯრედები, იმუნური პარამეტრები
ანოტაცია:

იმუნური სტატუსი დეტერმინირებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მიერ და მისი შესაძლებლობაა დაიცვას ის ინფექციების და პათოგენების წინააღმდეგ. პაციენტის იმუნური სტატუსი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციისათვის. პაციენტები ანტისხეულების დეფიციტით ან დისფუნქციით მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ინფექციებისადმი. პირველ რიგში ორსულობის იმუნორეგულატორული პროცესების ცოდნა აუცილებელია, რათა გავიგოთ და ვუმკურნალოთ სხვადასხვა დარღვევებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ნაადრევი მოვლენები, პრეეკლამფსიური დაავადებები და სხვა პრობლემები. ბევრი სხვა სისტემების მსგავსად, დაბადებისას იმუნური სისტემაც არ ფუნქციონირებს სრულად, სწორედ ამიტომ ჩვილები ინფექციების რისკის ქვეშ არიან. დაბადებისას ჩვილი საშვილოსნოს სტერილური გარემოდან ხვდება გარემოში, სადაც უამარავი ფართო სპექტრის პათოგენი ცხოვრობს. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, იმუნური პასუხები შედარებით სუსტია ვიდრე მოზრდილებში. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტის პასუხებში 1600 ზე მეტი გენია ჩართული. იმუნური სისტემა შედარებით მოუმწიფებელია დაბადებისას და ვითარდება სხვადასხვა უცხო სხეულებთან ზემოქმედებისას ბავშვობაში, ახალგაზრდობასა და მომწიფების პერიოდში-მოზარდობაში(ორსულობის ჩათვლით), მცირდება სიბერის ასაკში. იმუნური სისტემა როგორც ვიცით იყოფა თანდაყოლილ და შეძენილ იმუნურ სისტემად. თანდაყოლილი იმუნური სისტემა-უზრუნველყოფს თავდაცვის პირველ ხაზს შემოჭრილი პათოგენების წინააღმდეგ. თანდაყოლილი იმუნური სისტემის უჯრედები ვითარდებიან და მწიფდებიან ნაყოფის ცხოვრების პერიოდში, მაგრამ სხვადასხვა დროს და თანდაყოლილი იმუნიტეტის ყველა კომპონენტის მოქმედება სუსტია ახალშობილებში, შედარებით გვიან ასაკთან. სხვადასხვა კვლევების საფუძველზე შესწავლილ იქნა ახალშობილების მიკრობიომა დაბადებისას და ორსულობის ზეგავლენა მასზე. კლინიკური და იმუნოლოგიური მახასიათებლები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში. ნაადრევად დაბადებული ახალშობილები სეფსის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან შედარებით მათთან ვინც იბადებიან დროულად. არსებობს მრავალი ბიომარკერი და ფართო სპექტრის მეთოდოლოგიების ხელმისაწვდომობა, რომლითაც შესაძლებელია იმუნური სისტემისა და სტატუსის ფუნქციური შესაძლებლობების შეფასება, მაგრამ არც ერთი მარკერი არ აფასებს მის სტატუსს ცალ-ცალკე. იმუნური სისტემის ცალკეული კომპონენტების მრავალი მოქმედება შეიძლება შეფასდეს, ყველაზე ხშირად, იმ კომპონენტის შესწავლით, რომელიც კონტროლდება ex vivo პირობები. ასევე შესაძლებელია კოორდინირებულად იმუნური პასუხების შესწავლა ინ ვივო მდგომარებაში, ძირითადად ვაქცინაციზაციის მეთოდის გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com