ავტორიზაცია
დედამიწის ჯგუფის პლანეტების გეოლოგია
ავტორი: ირაკლი ჯავახიშვილისაკვანძო სიტყვები: გეოლოგია, პლანეტოლოგია, დედამიწა, მერკური, ვენერა, მარსი
ანოტაცია:
პლანეტარული გეოლოგია (ან კოსმოსური გეოლოგია, ასტროგეოლოგია, ეგზოგენოლოგია) პლანეტოლოგიის ნაწილია, რომელიც შეისწავლის ციურ სხეულთა გეოლოგიას, როგორიცაა ვარსკვლავები, პლანეტები, თანამგზავრები, ასტეროიდები, კომეტები და მეტეორიტები. ამ შემთხვევაში, პრეფიქსი გეო-, არ არის დაკავშირებული დედამიწასთან, მაგრამ ხაზს უსვამს პლანეტური და ტრადიციულ - დედამიწისეულ გეოლოგიას შორის მჭიდრო ურთიერთობას.პლანეტარული გეოლოგიის ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს დედამიწის ჯგუფის პლანეტების შიდა აგებულების შესწავლას, პლანეტარულ ვულკანიზმს, ისევე როგორც ზედაპირულ მოვლენებს, როგორიცაა იმპაქტური (დარტყმითი) კრატერების წარმოქმნა, ეროზიული და ეოლიური პროცესები. ასევე განიხილება მზის სისტემის გიგანტური პლანეტებისა და მცირე სხეულების აგებულება, როგორიცაა ასტეროიდები, კოიპერის სარტყლის ობიექტები და კომეტები.თემაში განხილულია მერკურის, ვენერას და მარსის გეოლოგიაზე ცნობილი ფაქტები.
მიმაგრებული ფაილები:
დედამიწის ჯგუფის პლანეტების გეოლოგია [ka]