ka | en
Company Slogan TODO

ქართული ხელნაწერი ასოების ამოცნობა

ავტორი: გრიგოლი ბაბაჯანიანი
საკვანძო სიტყვები: ქართული ხელნაწერი ასოები, ნეირონული ქსელი, მანქანური სწავლება
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის მიზანია განვიხილოთ თუ როგორ ფუნქციონირებს ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობის ტექნოლოგია (ინგლ. Optical Character Recognition, შემოკლ. OCR), რა ტექნიკური პრობლემის გადაჭრა შეუძლია მას და როგორია თანამედროვე მიდგომები. კერძოდ, ნაშრომში განხილულია ქართული ხელნაწერი ასოების ამოცნობის პრობლემის არსი და გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტი. მიზანი გახლდათ მიგვეღწია იმპლემენტაციის სტაბილური და ეფექტური საფეხურისათვის, რომელიც შემდგომში ადვილად და საიმედოდ მოერგება სხვადასხვა სატესტო გარემოებს, რათა ადვილად მოხდეს მოდელის ავტომატური ტესტირება და დანერგვა. ქართული ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობის ტექნოლოგიაზე მუშაობისას მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ მოდელს ადვილად შეძლებოდა სხვადასხვა ქართული ხელნაწერი სიმბოლოს აღქმა. გამოსახულებაზე ასოს ამოსაცნობად საკმარისი უნდა იყოს საშუალო რეზოლუცია. ამოცნობის სისტემა უნდა მუშაობდეს სწრაფად და სტაბილურად



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com