ka | en
Company Slogan TODO

არსონიუმის მარილების მიღების სხვა შესაძლებლობები

ავტორი: მაია რუსია
თანაავტორები: მაია რუსია, მანუჩარ ჩიქოვანი
საკვანძო სიტყვები: არსონიუმის მარილი
ანოტაცია:

დარიშხანორგანული ნაერთებიდან ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოყენებით მესამადი არსინები, არსონიუმის მარილები და მათი გარდაქმნის პროდუქტები გამოირჩევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსონიუმის მარილების გამოყენება კოორდინაციული ნაერთების მიღების მიზნით დარიშხანის ორგანული ნაერთების ქიმიაში. დარიშხანშემცველი ნაერთები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში. არსონიუმის მარილების სინთეზისათვის საჭირო ნივთიერებების შესყიდვა და ქვეყანაში შემოტანა დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ხსენებული მარილები მიგვეღო დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენებიდან. ამ გზით იკვეთება დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენების გაუვნებლობა, პრაქტიკული გამოყენების მეტად ორიგინალური მიდგომა–შესაძლებლობა. ღია ცის ქვეშ მოქცეული ეს ტოქსიკური ნარჩენები დღეს დიდ საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, შინაური და გარეული ცხოველებისა და ფრინველებისათვის. ჩვენ შევიმუშავეთ მარილების მიღების მეტად ეფექტური ხერხი.


მიმაგრებული ფაილები:

Other possibilities of obtaining of arsonium salts [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com