ka | en
Company Slogan TODO

JEDI პოლარიმეტრის ელექტრონიკა და მონაცემთა შეგროვება

ავტორი: დიტო შერგელაშვილი
თანაავტორები: დ. მჭედლიშვილი, ფ. მიულერი, ი. ქეშელაშვილი, ო. ჯავახიშვილი, მ. ტაბიძე, ნ. ლომიძე, ა. კაჭარავა
ანოტაცია:

JEDI (Jülich Electric Dipole Moment Investigations) კოლაბორაცია შეიქმნა 2011 წლის დასასრულს [1]. ეს კოლაბორაცია ახორციელებს გრძელვადიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის (ედმ) გაზომვა დამაგროვებელი რგოლის (storage ring) გამოყენებით. ედმ აღიძვრება იმ შემთხვევაში, თუ დადებითი და უარყოფითი მუხტების სიმძიმის ცენტრები სივრცეში ერთიმეორისაგან წაძრულია. მაგალითად, პროტონისათვის სტანდარტული მოდელის ფარგლებში ედმ-ის შეფასების ზედა ზღვარი შეადგენს 10-31 e·cm. მეორეს მხრივ, ედმ-ის არსებობა აუცილებლად იწვევს სამყაროში CP-სიმეტრიის დარღვევას. ეს კი შეიძლება იყოს ძირითადი "გასაღები" იმ აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში, რომელსაც ქმნის დღევანდელ სამყაროში მატერია-ანტიმატერიის უზარმაზარი ასიმეტრიის (10000000000:1) არსებობა. პროტონის ედმ-ის დღეისათვის არსებული ექსპერიმენტული გაზომვების ზედა ზღვარი შეადგენს 10-21 e·cm, რაც მრავალი რიგით აღემატება სტანდარტული მოდელის შეფასებას. ამიტომ, საჭიროა ექსპერიმენტების მგრძნობიარობის გაზრდა და ედმ-ის ზედა ზღვარის შემცირება, რამაც შესაძლოა საბოლოოდ გაგვიყვანოს სტანდარტულ მოდელს მიღმა არსებულ ფიზიკაში. JEDI კოლაბორაციის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის ძირითად მიზანს წარმოადგენს პროტონისა და დეიტრონისათვის ისეთი ტექნოლოგიებისა და ექსპერიმენტული მეთოდების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ რამოდენიმე რიგით გავაუმჯობესოთ ედმ-ის გაზომვის მგრძნობიარობა დღემდე ჩატარებულ ექსპერიმენტებთან შედარებით. უშუალო სიახლეს კი ამ მიმართულებით წამოადგენს დამაგროვებელი რგოლის გამოყენება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მგრძნობიარობა გავზარდოთ ედმ-ის ეფექტის დროში "დაგროვებით". თუმცა, დამაგროვებელი რგოლი თავისთავად ქმნის უამრავ პრობლემას სისტემატიური ცდომილების წყაროების სახით, რამაც ასევე შეიძლება მცდარი სიგნალის ინიცირება გამოიწვიოს. ამიტომ, ამ წყაროების მინიმიზაცია და აღმოფხვრაა საჭირო, ხოლო ძირითადი გაზომვის პრინციპის ეფექტურობის - მაქსიმალურად გაზრდა.


მიმაგრებული ფაილები:

JEDI პოლარიმეტრის ელექტრონიკა და მონაცემთა შეგროვება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com