ka | en
Company Slogan TODO

ოპერატორის გახლეჩვა დიფერენციალურ განტოლებათა სისტემისთვის

ავტორი: თამარი ჯანელიძე
ანოტაცია:

ცვლად-კოეფიციენტებიან ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალ განტოლებათა სისტემები ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ინჟინერიაში.შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი ამოხსნის მაღალი რიგის რიცხვითი მეთოდების შემუშავება და გამოყენება. ნაშრომში განხილულია ოპერატორის გახლეჩვის ძირითადი იდეა. ოპერატორის გახლეჩვის მეთოდი არის ფართოდ გამოყენებადი რიცხვითი მეთოდი ასეთი ტიპიც განტოლებების ამოსახსნელად. წარმოდგენილია პირველი და მეორე რიგის გახლეჩვის მეთოდები ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებისთვის და შემდეგ ნაჩვენებია მეთოდის გამოყენება კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლების შემთხვევაში, კერძოდ განხილულია დიფუზია-კონვექციის და რეაქცია-დიფუზიის განტოლებების მაგალითზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com