ka | en
ავტორიზაცია
პარალელური ალგორითმები ჰიპერბოლური ტიპის განტოლებათა სისტემისთვის და მათი გამოყენება დრეკადობის თეორიის განტოლებათა სისტემის შემთხვევაში
ავტორი: თინათინ დავითაშვილიანოტაცია:
მოხსენებაში განხილულია ფაქტორიზებული სხვაობიანი სქემები ორგანზომილებიანი ჰიპერბოლური ტიპის ცვალებადკოეფიციენტებიანი განტოლებებისთვის, რომლებიც შეიცავს შერეულ წარმოებულებს. რეგულარიზაციის მეთოდის გამოყენებით აგებულია აბსოლუტურად მდგრადი ფაქტორიზებული სქემა. დამტკიცებულია სქემის კრებადობა სივრცეში. სხვაობიანი სქემის ამოხსნისათვის აგებულია პარალელური თვლის ალგორითმი. მიღებული შედეგები გამოყენებულია დრეკადობის თეორიის ორგანზომილებიანი განტოლებების სისტემისთვის, რომლითვისაც აგებულია შესაბამისი ფაქტორიზებული სხვაობიანი სქემები. ოპერაციების რაოდენობის თვალსაზრისით ეს სქემები წარმოადგენს ეკონომიურ სხვაობიან სქემებს.
მიმაგრებული ფაილები:
თინათინ-დავითაშვილი-GEO [ka]Tinatin-Davitashvili-ENG [en]