ავტორიზაცია
მაღალტემპერატურული ზეგამტარობა ვოლფრამის ოქსიდებში
ავტორი: ალექსანდრე შენგელაიათანაავტორები: კ. ცონდერი, კ. ა. მიულერი
ანოტაცია:
მაგნიტური მომენტის გაზომვების საშუალებით ვოლფრამის ოქსიდში ქიმიური ფორმულით WO_2.90 რეგისტრირებულ იქნა ზეგამტარობის ნიშნები კრიტიკული ტემპერატურით Tc=80 K. ამ ნიმუშებში ლითიუმის ინტერკალაციის შედეგად T_c გაიზარდა 94 K-მდე. ზეგამტარული ფაზის მცირე მოცულობა და წინაღობის გაზომვებში მკაფიო ზეგამტარული გადასვლის არ არსებობა მიუთითებს, რომ ზეგამტარობა ლოკალიზებულია მცირე უბნებში პერკოლაციის გარეშე. ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის ექსპერიმენტები აჩვენებენ W^(5+)-W^(5+) ელექტრონული ბიპოლარონების არსებობას ვოლფრამის ოქსიდის ნიმუშებში WO_(3-x). სავარაუდოდ, ასეთი ბიპოლარონები ფორმირდებიან და ჯგუფდებიან კრისტალოგრაფიული წანაცვლებების სიბრტყეებში, რომლებიც არსებობენ WO_2.90 (W_20 O_58 ) -ის მაგნელის ფაზაში და წარმოადგენენ მუხტის გადამტანებით გამდიდრებულ კვაზი-ერთგანზომილებიან ზოლებს ან კლასტერებს. მიღებული შედეგები აჩვენებენ, რომ მაგნელის ტიპის ვოლფრამის ოქსიდები ჟანგბადის დეფიციტით პერსპექტიული მასალებია თხევადი აზოტის ტემპერატურაზე მაღლა მაღალტემპერატული ზეგამტარობის შესასწავლად.