ავტორიზაცია
პოსტვულკანური პროცესები ჯავახეთის ზეგნის დოლერიტებში (გომარეთისა და ახალქალაქის პლატოების მაგალითზე)
ავტორი: ბეჟან თუთბერიძეთანაავტორები: მარიამ ახალკაციშვილი
საკვანძო სიტყვები: გომარეთისა და ახალქალაქის პლატო, ცეოლითები, არაგონიტი.
ანოტაცია:
შრომაში წარმოდგენილია ზედა პლიოცენ-ქვედა პლეისტოცენური ასაკის (1.7 მლნ. წელი) ახალქალაქისა და გომარეთის პლატოს დოლერიტების ჰიდროთერმალურად შეცვლილ ზონებში მეორადი მინერალიზაციის პროცესების კომპლექსური შესწავლის შედეგები. ზონის ფარგლებში გამოვლინებულია ჰიდროთერმალური მეტამორფიზმის ხარისხით განსხვავებული რანდენიმე უბანი; მეორადი მინერალების ფართო სპექტრით ხასიათდება გომარეთის პლატოს ჰიდროთერმალურად შეცვლილი ზონის დოლერიტები: Ca და Na-Ca ცეოლითები (შაბაზიტი, ტომსონიტი), თიხის მინერალები (მონტმორილონიტი, ბეიდელიტი), კარბონატები (კალციტი) და პუმპელითი. გაცილებით ვიწროა მეორადი მინერალების სპექტრი ახალქალაქის (თოკის ჭრილი) ჰიდროთერმალურად შეცვლილ დოლრიტებში: ძირითადი მინერალია რადიალურ- სხივოსმური არაგონიტი, ცოტაა კალციტი და დოლომიტი. მეორადი მინერალების ფორმირება ხდება შემცველი ქანების ქანმაშენი მინერალების (პლაგიოკლაზი, ოლივინი, პიროქსენები) მთლიანი ან ნაწილობრივი დაშლის ხარჯზე დაბალტემპერატურული ჰიდროთერმალური ხსნარების ძემოქმედებით; მეორადი მინერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნეიტრალურ და ტუტე გარემოში, ხსნარში Si დაბალი აქტიურობის პირობებში.
მიმაგრებული ფაილები:
Postvolcanic processes in the Dolerites of Javakheti Upland (on the example of the Gomareti and Akhalkalaki plateaus) [en]პოსტვულკანური პროცესები ჯავახეთის ზეგნის დოლერიტებში (გომარეთისა და ახალქალაქის პლატოების მაგალითზე) [ka]