ავტორიზაცია
შეხების ზედაპირის მნიშვნელობა ოპტიკურ ბოჭკოვანი ზონდით სინათლის არეკვლადობის გაზომვისას
ავტორი: მარიამ წვერავასაკვანძო სიტყვები: ოპტიკურ ბოჭკოვანი ზონდი
ანოტაცია:
ცნობილია, რომ ხშირად ოპტიკურ ზონდსა და ქსოვილს შორის არსებული ინტერფეისი (ზონდის და ნიმუშის შეხების ზედაპირი) აღიწერება გამარტივებული სახით. იგი განიხილება როგორც ერთგვაროვანი განსხვავებული გარდატეხის მაჩვენებლების მქონე ნივთიერებების საზღვარი, რა დროსაც უგულებელყოფილია ზონდის შემადგენელი ნივთიერებების მაგალითად, უჟანგავი ფოლადის და შავად შეფერილი ეპოქსიდის ოპტიკური თვისებები. რეალურთან მიახლოებული ინტერფეისის დროს გათვალისწინეულია ზონდის ზედაპირის თვისებები. მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია ერთ-ერთი თანამედროვე 2015 წელს ამ მიმართულებით გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, სადაც წარმოდგენილია შეზღუდვები, რომელიც ედება ზონდის და საკვლევი ნიმუშის (ბიოლოგიური ქსოვილი) ინტერფეისის გამარტივებულ განხილვას. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია მონტე კარლოს მეთოდით და დადგენილია ის პირობები, რაც მოჰყვება ორივე მოდელის გამოყენებას. კონკრეტულ მიახლოებაში შედეგების ანალიზისას ნაჩვენებია, რომ ინტერფეისის გამარტივებული სახით წარმოდგენის დროს ცდომილება რეალურ ინტერფეისთან შედარებით ბევრად მაღალია, რაც იწვევს მნივნელოვან ცდომილებას დიფუზური არეკვლის სპექტრების ინტერპრეტაციის დროს.