ka | en
Company Slogan TODO

ვორმხოლური ამონახსნები

ავტორი: მარიამ ჩიტიშვილი
ანოტაცია:

ვორმხოლები არიან აინშტაინის ველის განტოლებების "ტუნელის" მსგავსი ამონახსნები გრავიტაციისთვის, რომლებიც აკავშირებენ დრო-სივრცის ორ წერტილს ისე, რომ ვორმხოლის მესვეობით მათ შორის გადაადგილებას სჭირდება გაცილებით მცირე დრო ვიდრე ნორმალურ სივრცეში დასჭირდებოდა. პირველი ვორმხოლების მაგვარი ამონახსნები აღმოაჩინეს როდესაც სწავლობდნენ შავი ხვრელების მათემატიკურ ამონახსნებს. ამონახსნი წარმოადგენს ორი შავი ხვრელის გეომეტრიის კავშირს ე.წ "ყელით", რომელიც ცნობილია აინშტაინ-როზენის ხიდის სახელწოდებით. ვორმხოლების გეომეტრია არის არასტაბილური. მატერია რომლისთვისაც ვორმხოლური ამონახსნები არიან სტაბილურები აქვთ უარყოფითი ენერგიის სიმკვრივე რაიმე ათვლის სისტემაში. ცხადია კლასიკურ მატერიას არ შეესაბამება უარყოფითი ენერგია, თუმცა სხვადასხვა ველების კვანტურ ფლუქტუაციებში შესაძლოა სესაძლოა. "მობრუნებადი" ვორმხოლები არსებობენ დრო-სივრცეში სადაც ვორმხოლი სტაბილურია იქამდე მაინც რომ სიგნალმა ან ობიექტმა რომ გაიაროს. ასეთი ვორმხოლების მიმართ ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ რაც აჩვენეს რომ თუ ვორმხოლი არის სტატიკური და უცვლელი დროში ის უნდა შეიცავდეს "ეგზოტიკურ" მატერიას. ასეთ მატერიას აქვს უარყოფითი ენერგიის სიმკვრივე და დიდი უარყოფითი წნევა - უფრო დიდი ვიდრე ენერგიის სიმკვრივის მნიშვნელობა. მოცემულ სემინარში განხილულია ვორმხოლური ფიზიკის რამდენიმე საკითხი: სტატიკური სფერულად სიმეტრიული "მობრუნებადი" ვორმხოლების საინტერესო მახასიათებლები, ვორმხოლების სტრუქტურული განტოლებები, მობრუნებადობის პირობები და ეგზოტიკური მატერიის საჭიროება მოდიფიცირებულ გრავიტაციულ თეორიებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com