ka | en
ავტორიზაცია
ფურიეს ზოგადი კოეფიციენტები და თითქმის ყველგან შეჯამებადობის საკითხები
ავტორი: გიორგი ცაგარეიშვილისაკვანძო სიტყვები: ფურიეს კოეფიციენტები, ორთონორმირებული სისტემა, შეჯამებადობა, სასრული ვარიაციის ფუნქციები
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია საკმარისი პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ორთონორმირებული სისტემის (ონს) ფუნქციები, იმისათვის, რომ სასრული ვარიაციის ფუნქციების ფურიეს კოეფიციენტები აკმაყოფილებდნენ მენშოვის თეორემის პირობებს. მიღებული შედეგები გაუძლიერებადია გარკვეული აზრით. დამტკიცებულია აგრეთვე თეორემა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ყოველი ორთონორმირებული სისტემა შეიცავს ქვესისტემას, რომლის მიმართაც ყოველი სასრული ვარიაციის ფუნქციის ფურიეს მწკრივი შეჯამებადია თ.ყ. ჩეზაროს მეთოდით. მიღებული შედეგები ანზოგადებენ შესაბამის შედეგებს ცნობილი ნაშრომიდან.