ka | en
Company Slogan TODO

ჰიბრიდული არაწრფივი რეზონანსი ჰამილტონურ სისტემებში

ავტორი: არჩილ უგულავა
თანაავტორები: ს. ჩხაიძე, გ. მჭედლიშვილი
საკვანძო სიტყვები: არაწრფივი რეზონანსი, ჰამილტონური სისტემები
ანოტაცია:

არაწრფივი მერხევი სისტემა, წარმოდგენილი „ქმედება-კუთხე“ ცვლადებში, ხასიათდება ქმედებაზე დამოკიდებული სიხშირით, რომელიც იცვლება ცვალებადი ელექტრომაგნიტური ველის ზეგავლენით. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დამოკიდებულება საკმარისად ძლიერია, მერხევ სისტემას შესწევს უნარი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ქმედების განსაზღვრული მნიშვნელობისათვის მოვიდეს რეზონანსში ცვალებადი ველის რომელიმე ჰარმონიკასთან და განახორციელოს ე.წ. არაწრფივი სტაციონარული რეზონანსული რეჟიმი. ასეთ ვითარებაში სისტემის დინამიკა მთლიანად დაიყვანება ქმედების რეზონანსული მნიშვნელობიდან მცირე გადახრათა დინამიკაზე. ხშირად ადგილი აქვს შემთხვევას, როცა ქმედების მნიშვნელობა დიდია (მაგრამ არა ძალზე დიდი), ხოლო გადახრა რეზონანსული მნიშვნელობიდან რამოდენიმე პლანკის მუდმივას რიგის. ასეთ შემთხვევაში ქმედება კლასიკურ სიდიდედ რჩება, მაშინ როდესაც მისი შესწორება კვანტური სიდიდე ხდება. ასეთი არაწრფივი რეზონანსულ პროცესს, რომელიც ერთდროულად შეიცავს კლასიკურ და კვანტურ ნაწილებს, ჰიბრიდული არაწრფივი რეზონანსი ეწოდება. ნაჩვენებია, რომ თუ ელექტრომაგნიტურ ზემოქმედებას გააჩნია პოლიქრომატული სპექტრი, ჰიბრიდული რეზონანსის პირობებში სისტემის დინამიკა აღიწერება იმპულსის მომენტის კვანტურ-მექანიკური საშუალო მნიშვნელობით, რომელიც პრეცესიულ მოძრაობას ასრულებს. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით ჰიბრიდული რეზონანსის დამზერა შესაძლებელია სისტემის მიერ ინდუცირებული გამოსხივების სპექტრის საშუალებით, ხოლო გამოსხივებული ხაზების გაგანიერება კი განისაზღვრება იმპულსის მომენტის საშუალო-კვადრატული ფლუქტუაციებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com