ka | en
Company Slogan TODO

ფანტომების გენერაცია და პროგრამის განვითარება MNP ჰიპერთერმიის შესწავლისათვის

ავტორი: ლევან შოშიაშვილი
თანაავტორები: ფ. შუბითიძე, დ. კაკულია, ი. შამათავა, ა. ლომია
საკვანძო სიტყვები: მაგნიტური ნანო ნაწილაკები, ჰიპერთერმია
ანოტაცია:

გამართულ და შესწავლილ იქნა მაღალსიხსირული ცვლადი ველის გენერატორი სხვადასხვა კოჭების შემთხვევაში. გაზომილ იქნა ველები კოჭის ცენტრის ღერძზე კოჭიდან 20სმ დაშორებით და გამოკვლეული იქნა ველის სპექტრი. თუ რამდენად „სუფთა“ ველს იძლევა გენერატორი. დამზადდა კვლევებისათვის აუცილებელია ფანტომები სხვადასხვა ელექტრული გამტარებლობით. ფანტომები მზადდება წყალში პოლიმერული აგაროსიას საჭირო კონცენტრაციით გახსნის შედეგად. ცილინდრული ფორმის მილში ასხია პოლიმერული აგაროსას ხსნარი. ორივე ბოლო დახურულია ალუმინის მასალის ცილინდრებით. ცილინდრის ერთ ბოლოზე მიერთებულია ცნობილი სიდიდის მქონე წინაღობა (900კომი). ტექტრონიკს გენერატორის საშუალებით გენერირდება იმპულსი რომელიც მიეწოდება წრედს და ოსცილოსკოპის საშუალებით ხდება ძაბვის გაზომვა მთლიან წრდეზე და წრდედში ჩართულ წინაღობაზე. ომის კანონის საშუალებით თანმიმდევრულად ჩართული წინაღობებისათვის ხდება ხსნარის წინაღობის გამოთვლა. ვიცით რა სითხის მოცულობა და წინაღობა ვპოულობთ გამტარებლობას. ამის შემდეგ უკვე ვიცით პოლიმერული აგაროსას რა კონცენტრაციაა საჭირო მოცემული გამტარებლობის ხსნარის მისაღებად. ზემოთ აღწერილი მეთოდიტ დამზადდა ორი ფანტომი 0.867 და 0. 624 ს/მ გამტარებლობით. პროგრამულ პაკეტს დაემატა ელექტრომაგნიტური დასათვლელი კოდი ამოცანისათვის, კერძოდ: 1. ელექტროსტატიკურ მიახლოებაში გრიგალური ელექტრული ველების გამოთვლა. 2. წერტილოვანი შთანთქმის კუთრი სითბოს გამოთვლა. 3. წერტილოვანი შთანთქმის კუთრი სითბოს ვიზუალიზაცია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com