ავტორიზაცია
სამსარის ვულკანი/ჯავახეთის ზეგანი/: მორფოლოგია, აგებულება და პოსტვულკანური მინერალიზაციის პროდუქტები
ავტორი: მარიამ ახალკაციშვილითანაავტორები: ბეჟან თუთბერიძე
საკვანძო სიტყვები: ჯავახეთის ზეგანი, სტრატოვულკანი, დაციტი, კალდერა, იაროზიტი
ანოტაცია:
ვულკანი სამსარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ პოლიგენურ ვულკანს ჯავახეთის ზეგნის არეალში; ასევე ცნობილია როგორც სტრატოვულკანი. სამსარი მდებარეობს აბულ-სამსარის ქედზე 3284,7 მ. აბსოლუტურ სიმაღლეზე. სამსარის წვერზე კრატერი არ არის შემორჩენილი, როგორც ჩანს ის დაინგრა ვულკანური მოქმედების დამამთარებელ ეტაპზე. აბსოლუტური ასაკის მონაცემებით სამსარის მასივის ფორმირება მოხდა გვიანმიოცენურ-ადრეპლიოცენურ პერიოდში სტრომბოლური ტიპის ვულკანიზმის მრავალჯერადი განმეო-რებითი ამოფრქვევების შედეგად. მასივის არეალში ნათლად ჩანს ლავური და პიროკლასტიკური პროდუქტების რიტმული მორიგეობა. რომელთაგან გავრცელების უპირატესობა ლავებს ეკუთვნის. ამოფრქვეული პროდუქტები წარმოდგენილია ქანების ფართო სპექტრით: ანდეზიტები-დაციტები-რიოლითები; მათგან ფართო გავრცელება აქვთ დაციტებს. სამსარის ვულკანური სტრუქტურის გავითარება მის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში კალდერის ფორმირებით მთავრდება. კალდერის დიამეტრია 3-4 კმ-ია, გამოირჩება სამხრეთ-დას¬ავლეთი კალთის ციცაბო დაქანებით. სამსარის ვულკანური აპარატის არეალში ჩვენს მიერ პირველად იქნა აღმოჩენილი და აღწერილი პოსტვულკანური ჰიდროთერმალური მინერალიზაციის პროცესის პროდუქტები: ჰემატიტი, ზოლებრივი ოპალიტიზირებული ქანები, ალუნიტი, ქრისტობალითი, სელენიტი, იაროზიტი და შერეულ-შრეებრივი ქლორიტ-მონტმორილონიტის რიგის მინერალები.
მიმაგრებული ფაილები:
Volcano Samsar /Djavakheti Upland/:morphology, composition and the products of postvolcanic hydrothermal mineralization [en]სამსარის ვულკანი/ჯავახეთის ზეგანი/: მორფოლოგია, აგებულება და პოსტვულკანური მინერალიზაციის პროდუქტები [ka]