ავტორიზაცია
მესტიაჭალის აუზში მომხდარი გლაციალური ღვარცოფის მიზეზები და შედეგები
ავტორი: ანა ჩართოლანისაკვანძო სიტყვები: მესტიაჭალა, გლაციალური ღვარცოფი
ანოტაცია:
მდინარე მესტიაჭალის აუზში 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა სტიქიური პროცესი. მყინვარ მურყვამიდან ჩამოშლილმა კლდეზვავურმა მასამ დინამიკაში მოიყვანა მყინვარის ძირში მდებარე მორენული ნაწილი, რაც გადაიზარდა გლაციალურ ღვარცოფში. წარმოქმნილი მასა მდინარე მურყვამის ხეობის გავლით ჩაიღვარა მდ. მესტიაჭალის ხეობაში, დროებით გადაკეტა მდ. მესტიაჭალის კალაპოტი და წარმოქმნა ტბა, რომლის გარღვევასაც ადგილი ჰქონდა 2-ჯერ. წყალმოვარდნის ტალღის დონის სიმაღლემ 70-100 სმ-ით მოიმატა. სტიქიის გამომწვევი მიზეზებს შორის საყურადღებოა კლიმატის გლობალური ცვლილება, რომელიც სხვა ფაქორებთან ერთად მყინვარული ენის სწრაფ დნობას განაპირობებს, შესაბამისად გამონთავისუფლებული მყინვარულ-მორენული და კლდოვანი მასა აკუმულირდება მყინვარის ენის ძირში და სტიქიური პროცესის განვითარების რისკს ზრდის. კვლევს შედეგები არა მარტო მეცნიერული არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მეტად საინტერესოა, რადგან 21-ე საუკუნეში მსგავსი გეოდინამიკური პროცესები მეტად ხშირად იჩენს თავს მაღალმთიან რაიონებში, მათი ინენსივობის დინამიკა კი მზარდია, რაც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩამოსულ ტურისტებს. აგრეთვე აზიანებს ინფრასტუქტურას და ქმნის მდგრადი განვითარების რისკებს. ეს პროცესები ხშირ შემთხვევაში ცვლის საცხოვრებელ გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას უწევს მათთვის ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა. მდინარე მესტიაჭალის ხეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსახლების, ენერგო მდგრადობისა და ტურისტული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას.
მიმაგრებული ფაილები:
მესტიაჭალის აუზში მომხდარი გლაციალური ღვარცოფის მიზეზები და შედეგები [ka]Causes and results of the disaster occurred in Mestiachala basin [en]