ka | en
Company Slogan TODO

არაწრფივი დინამიკური ძელის ჯ. ბოლის განტოლების მიახლოებითი ამოხსნის შესახებ

ავტორი: ანა უსუფაშვილი
საკვანძო სიტყვები: არაწრფივი, დინამიკური, ძელი, განტოლება, მიახლოებითი, ამოხსნა.
ანოტაცია:

ანა უსუფაშვილის საბაკალავრო ნაშრომი „არაწრფივი დინამიკური ძელის ჯ. ბოლის განტოლების მიახლოებითი ამოხსნის შესახებ“ ეძღვნება გამოთვლითი მექანიკის ზოგიერთ საკითხს. აგებულია დინამიკური ძელებისათვის საწყის-სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ერთი ეფექტური ალგორითმი. ჩატარებულია რიცხვითი ექსპერიმენტი აღნიშნული ალგორითმის პრაქტიკული თვისებების გამოსავლენად. კერძოდ, საბაკალავრო ნაშრომში განხილულია ჯ.ბოლის დინამიკური ძელისთვის არაწრფივი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის საკითხები. მიახლოებითი ამოხსნის ალგორითმი შეიცავს სამ ნაწილს - გალიორკინის მეთოდს, სიმეტრიულ სხვაობიან სქემას და იაკობის იტერაციას. ზემოაღნიშნული ამოცანის შემთხვევაში გამოწერილია მიახლოებითი ამოხსნის ახალი სათვლელი ალგორითმი და ჩატარდებულია რიცხვითი ექსპერიმენტები სხვადასხვა ტიპის ტესტური ამოცანებისთვის. შედეგები წარმოდგენილია ცხრილებისა და გრაფიკების სახით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com