ka | en
Company Slogan TODO

გადაცემითი იმპედანსის გაზომვის მეთოდები მაღალი ძაბვის ეკრანირებულ კაბელებში და მათი გამოყენება მოდელირებაში

ავტორი: დავით იმნაძე
თანაავტორები: გიორგი კაპანაძე
ანოტაცია:

თანამედროვე საავტომობილო წარმოებაში ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების განვითარება დამოკიდებულია წარმოებაში გამოყენებული ელექტრონიკის საიმედოობასა და ოპტიმალურ ღირებულებაზე. მაღალი სიმძლავრის მოდულები როგორიცაა ინვერტერი, ძაბვის გარდამქმნელი და დამუხტვის მოწყობილობა, მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის მიზნით მუშაობენ იმპულსურ რეჟიმებში. ასეთი მოდულების დიზაინის დროს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ელექტრომაგნიტური თავსებადობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება და სხვა ელექტრონული სისტემების შეუფერხებელი მუშაობა. ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესამცირებლად საჭირო არის სწორად გამოვიყენოთ ეკრანირების და დამიწების პრინციპები. ოპტიმალურ ეკრანირებას მოითხოვს როგორც აქტიური მოდულები ასევე მათი შემაერთებელი კაბელები. მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მაღალი ძაბვის კაბელების ეკრანირების მახასიათებლის, გადაცემის წინაღობის გაზომვა და შესაბამისი ანალიტიკური მოდელის შერჩევა. გადაცემითი წინაღობის გაზომვის რამდენიმე მეთოდი არსებობს და თითოეულ მათგანს გააჩნია გარკვეული სპეციფიკა. მნიშვნელოვანია გაზომვების სპეციფიკასთან დაკავშირებული თითოეული ასპექტის დაცვა კორექტული შედეგების მისაღებად. ნაშრომში აღწერილი იქნება გადაცემითი წინაღობის გაზომვის სამი მეთოდი (Line Injection Method, Triaxial Tube Method, Probe Injection Method). გაზომილი მონაცემების გამოყენება კი მოხდება კომპიუტერული მოდელირებისთვის. კომპიუტერული მოდელირება საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ეკრანირებული სისტემები და მათი გავლენა სხვა ელექტრულ მოწყობილობებზე. გამოსხივებული ველები და მათი ურთიერთქმედება ახლომდებარე კაბელებთან გაზომილია სპეციალურად შემუშავებული ლაბორატორიული დანადგარის მეშვეობით. მოდელირების შედეგები შედარებულია გაზომვებთან - დამიწების ერთ-ერთი კონფიგურაციისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com