ავტორიზაცია
რეაქციის გაზომვა და ტაიპინგ ტესტი
ავტორი: გიორგი ლომიძეთანაავტორები: გიორგი დოლიძე, გიორგი ლომიძე
საკვანძო სიტყვები: რეაქციის გაზომვა, ხელსაწყო, ფსიქოლოგია, სქემოტექნიკა
ანოტაცია:
დღევანდელობაში ხშირად საჭირო ხდება რეაქციის დროის გაზომვა და typing ტესტირება. ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რითიც შეგვიძლია გავზომოთ ცდის პირის რეაქციის დრო სხვადასხვა სიგნალებისას, აგრეთვე ჩავატაროთ Typing test, რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური ტესტია ფსიქოლოგიაში. კლასიკური ფორმისგან განსხვავებით, ჩვენი ხელსაწყო უფრო სწრაფი და მოსახერხებელია. შეგვიძლია ყოველი ცდისას მიღებული მონაცემები შევინახოთ, მარტივად დავამუშავოთ, ავაგოთ გრაფიკები, შევადაროთ ერთმანეთს და სხვ. ამ ხელსაწყოს გამოიყენების არეალი საკმაოდ ფართოა: • სპორტში - სპორტსმენების რეაქციის დორის გაზომვისა და გაუმჯობესების მიზნით, ასევე- მათი ბუნებრივი ტემპის გამოსავლენად. • ფსიქოლოგიაში - ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესაქმნელ და დასაკვირვებელ ერთ-ერთ საშუალებად. • სპეციალური ტიპის სამსახურებში. • მუსიკალურ სფეროში. • კომპანიებში, გასაუბრებებისას შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად და სხვ. ხელსაწყოს აქვს განსხვავებული განვითარების შესაძლებლობაც - რომ იგი გამოიყენებოდეს დამწყებთათვის სქემოტექნიკისა და კონსტრუირების ასათვისებლად.