ავტორიზაცია
ატომური აბსორბციული სპექტრომეტრიის ხელსაწყოების მეტროლოგიური მახასიათებლების და შესაძლებლობების კვლევა და მათი გაუმჯობესების საინჟინრო გადაწყვეტილებები
ავტორი: ილია ბუზალაძეთანაავტორები: ორაგველიძე მარიამი, რაქვიაშვილი შალვა, სამხარაძე დიმიტრი
საკვანძო სიტყვები: ატომური, აბსორბცია, სპექტრომეტრი, კვლევა
ანოტაცია:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ატომური აბსორბციული სპექტრომეტრის C-115 მაგალითზე შესწავლილია ატომური აბსორბციული სპექტრომეტრიის მეთოდის და ხელსაწყოების მეტროლოგიური მახასიათებლების და მათი გაუმჯობესების გხები. დასმული ამოცანის განსახორციელებლად გამოყენებულია სამეცნიერო-კვლევითი ხელსაწყოების შექმნის ალგორითმი, რომელიც ითვალისწინენს სისტემურ მიდგომას პრეცეზიული გამზომი ხელსაწყოების ფუნქვიონალური კვანძების (სისტემის ელემენტების), მათ შორის კავშირების და ოპერციების შესრულების მიმდევრობის მიმართ. ყოველი კვანძი და მისი საინჟინრო რეალიზაცია განზოგადოებულია და შეფასებულია როგორც ქვესისტემა. სპექტრომეტრიის და მეზობელ ან მომიჯნავე დარგებში მოძებნილია ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრებით რეალური და რეალიზებადი ტექნიკური გადაწყვეტილება. ამავე მიდგომით შეფასებულია ამ გაუმჯობესებული ელემენტების სისტემური ორგანიზების საკითხი და ოპერაციათა მიმდევრობის შეცვლით სისტემის პარამეტრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამ ნაწილშიც შემოთავაზებულია გაუმჯობესების ტექნიკური გადაწყვეტილება. განხილულია განათების, ატომიზაციის, სპექტრული გაშლის, ფოტომეტრიის და სისტემის ციფრული საშიალებებით მართვის და მონაცემთა რეგისტრირების კვანძენი. სისტემური თვისებების შეცვლით შედეგის გასაუმჯიბესებლად, ოპერაციათა მიმდევრობის შეცვლაა შემოთავაზებული - სისტემაზე „პროეცირებულია“ გაზომვებში ცნობილი ინფორმაციის ორმაგი კორელირებული ამოკრეფის მიდგომა.