ka | en
Company Slogan TODO

უკუკავშირით მართვადი სისტემების თავისებურებების კვლევა: სისტემის ელექტრული და მექანიკური ნაწილის შექმნა

ავტორი: ილია ბუზალაძე
საკვანძო სიტყვები: უკუკავშირი, კვლევა, ილუზიმეტრი, სპექტრომეტრი
ანოტაცია:

მოხსენების მიზანია მერვე ყოველწლიურ საფაკულტეტო კონფერენციაზე მსმენელს წარუდგინოს პროექტი, რომელიც მოიცავს უკუკავშირით მართვადი სისტემების თავისებურებების კვლევას, რითაც შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა, უკვე არსებული ხელსაწყოების მოდერნიზებული ვარიანტები. ამით მეცნიერებსა თუ ინჟინრებს საშუალება ექნებათ კვლევები და ექსპერიმენტები ჩაატარონ უფრო მარტივად, მიზანდასახულად და ამავდროულად უფრო ზუსტადაც სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრის შემფრქვევი მექანიზმის (ატომიზატორის) მართვის ელექტრომექანიკური და ელექტრონული ნაწილი, ასევე იქმნება აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის ილუზიმეტრის თანამედროვე, ელექტრულად მართვადი ვარიანტი, რომელიც ხელს შეუწყობს საინჟინრო ფსიქოლოგიის მიმართულებით ექსპერიმენტული კვლევების განხორციელებას.


მიმაგრებული ფაილები:

პოსტერი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com