ავტორიზაცია
უკუკავშირით მართვადი სისტემების თავისებურებების კვლევა: სისტემების შექმნის ალგორითმი
ავტორი: შალვა რაქვიაშვილისაკვანძო სიტყვები: უკუკავშირი, კვლევა, ილუზიმეტრი, სპექტრომეტრი
ანოტაცია:
მოხსენების მიზანია მერვე ყოველწლიურ საფაკულტეტო კონფერენციაზე მსმენელს წარუდგინოს პროექტი, რომელიც მოიცავს უკუკავშირით მართვადი სისტემების თავისებურებების კვლევას, რითაც შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა, უკვე არსებული ხელსაწყოების მოდერნიზებული ვარიანტები. ამით მეცნიერებსა თუ ინჟინრებს საშუალება ექნებათ კვლევები ჩაატარონ უფრო მარტივად და ამავდროულად უფრო ზუსტადაც სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრის შემფრქვევი მექანიზმის ელექტრონული ნაწილის სამართავი ალგორითმის ლოგიკა. ალგორითმი ყალიბდებადა და იხვეწებოდა ექსპერიმენტული დანადგარის გამოყენებით. დაზუსტდა კრიტიკული პარამეტრები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია უკუკავშირით მომუშავე სისტემების ალგორითმებში. მოღებული გამოცდილება მკვეთრად გააუმჯობესებს აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის ილუზიმეტრის თანამედროვე ვარიანტს, რომელიც გამოყენებული იქნება საინჟინრო ფსიქოლოგიის კვლებებში ამოცანებისათვის, რომლებშიც უკუკავშირში ჩართულია ადამიანი.
მიმაგრებული ფაილები:
პოსტერი [ka]