ka | en
Company Slogan TODO

ფოტოდიოდის ფოტომეტრული მახასიათებლების კვლევა და მათი მგრნობიარობის გაზრდის ამოცანის გადაწყვეტა.

ავტორი: მარიამ ორაგველიძე
საკვანძო სიტყვები: ფოტომეტრი, ელემენტების ხმაურები, ფოტოდიოდი
ანოტაცია:

ნებისმიერი სამეცნიერო გამზომი მოწყობილობა უნდა განიხილებოდეს ცდომილებათა ბიუჯეტის განსაზღვრით, ანუ აღიწეროს ცდომილების და ცდომილებების გამომწვევი ხმაურების ყველა წყარო და მოიძებნოს მათი მინიმიზაციის ან მოშორების პრინციპული მიდგომები და ტექნიკური გადაწყვეტილებები. თუკი ასეთი ხელსაწყოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფოტომეტრი, რომლის მეშვეობით მონაცემთა რეგისტრირება ხდება, აუცილებელია, რომ ფოტომეტრულ არხში ფოტოსენსორებად გამოყენებული ფოტომამრავლების ხმაური არ აღემატებოდეს სისტემის დანარჩენი ელემენტების ხმაურებს. ასეთი ხმაურები, ძირითადად, განპირობებულია სენსორის და სიგნალის გაძლიერების ელექტრონიკის ხმაურებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფოტოსენსორები განვითარების გარკვეულ ეტაპამდე მისაღები იყო, თუმცა სიზუსტსა და გარჩევისუნარიანობის გაზრდასთან ერთად შეიცვალა მოთხოვნები. ნაშრომში კი წარმოდგენილია ფოტომეტრის მახასიათებლების გაუმჯობესების ამოცანის გადასაწყვეტა, კერძოდ, კონსტრუირებული ზედაბალხმაურიანი ინსტრუმენტული გამაძლიერებელი, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი ფოტოსენსორის სიგნალის გაძლიერების მოთხოვნებს. მკვეთრად გაზრდილია ფოტოდიოდის გამოყენების პერსპექტივა ფოტომეტრიულ სისტემებში, ხოლო ცნობილ ფოტოსენსორებს შორის, სილიციუმის ფოტოდიოდი ყველაზე ფართო დინამიური დიაპაზონითა და წრფივობით გამოირჩევა. ასეთი ელექტრონიკა მოგვცემს საშუალებას განვახორციელოთ სიგნალის სინქრონული დეტექტირება, რომელიც მიბმული იქნება ნებისმიერი სახის მოდულირების ხერხთან.


მიმაგრებული ფაილები:

ფოტოდიოდის ფოტომეტრული მახასიათებლების კვლევა და მათი მგრნობიარობის გაზრდის ამოცანის გადაწყვეტა. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com