ka | en
Company Slogan TODO

ფუძე ბუნების მქონე ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა ენანტიომერების დაყოფა ამილოზას ფენილკარბამატების საფუძველზე მომზადებულ ქირალურ სვეტებზე მოძრავ ფაზად წყალი-აცეტონიტრილის ნარევის გამოყენებით

ავტორი: მარინა ქარჩხაძე
თანაავტორები: იზა მატარაშვილი, ალუდა ჭელიძე, გიზო დოლიძე, გიორგი კობიძე, ტივადარ ფარკაში, ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური ფუძე ბუნების ნივთიერებები, ქირალური პოლისაქარიდული სტაციონარული ფაზები, ენანტიომერების დაყოფა.
ანოტაცია:

მოხსენებაში წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ქიმიური შედგენილობის მქონე ამილოზას ფენილკარბამატების საფუძველზე მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენება ფუძე ბუნების მქონე ზოგიერთი ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერების დასაყოფად სითხურ ქრომატოგრაფიაში. ამათგან ორი ქირალური ადსორბენტის შემთხვევაში ერთმანეთთან შედარებულია მასალები დაფენილი და „კოვალენტურად იმობილიზებული“ ქირალური სელექტორებით. მხოლოდ ელექტრონდონორული, ან ელექტრონაქცეპტორეული ჩამნაცვლებლების შემცველი ქირალური სელექტორების შედარებამ ისეთ ქირალურ სელექტორებთან, რომლებიც როგორც ელექტრონდონორულ, ასევე ელექტრონაქცეპტორულ ჩამნაცვლებლებს შეიცავდა, აჩვენა ამ უკანასკნელის უპირატესობა. გარდა ქიმიური სელექტორის ქიმიური შედგენილობის გავლენისა მათი ქირალური გამოცნობის უნარზე, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა ამ მასალების ქცევას სუფთა აცეტონიტრილსა და წყლის შემცველ აცეტონიტრილში. ჩვენმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ამილოზას ფენილკარბამატების საფუძველზე მომზადებული ადსორბენტები არ იქცევა ისე, როგორც ტიპიური შებრუნებულფაზიანი ადსორბენტები. მოძრავ ფაზაში წყლის 30-40% (მოცულობით) შემცველობამდე ამ მასალების ქცევა მსგავსია ჰიდროფილური ურთიერთქმედების ქრომატოგრაფიაში გამოყენებული მასალების. ეს ნიშნავს, რომ მოძრავ ფაზაში წყლის შემცველობის 20-30%-მდე გაზრდისას საანალიზო ნივთიერებათა შეკავება ქრომატოგრაფიულ ადსორბენტზე მცირდება. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ აცეტონიტრილიდან წყალი-აცეტონიტრილის ტიპის მოძრავ ფაზებში გადასვლისას თეორიული თეფშების რიცხვი იზრდება. ამგვარად, მიუხედავად შეკავების შემცირებისა, თეორიული თეფშების რიცხვის მნიშვნელობის გაზრდის გამო, ენანტიომერული ნარევების დაყოფა შეიძლება გაუმჯობესდეს ე.წ. ჰიდროფილური ურთიერთქმედების ქრომატოგრაფიის არეში სუფთა პოლარულ ორგანულ გამხსნელებთან შედარებით.


მიმაგრებული ფაილები:

ქიმიის დეპარტამენტის 2019 წლის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ანგარიში [ka]
Separation of enantiomers of chiral basic drugs with amylose phenylcarbamate-based chiral columns and aqueous-acetonitrile mobile phases in high-performance liquid chromatography [en]
ფუძე ბუნების მქონე ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა ენანტიომერების დაყოფა ამილოზას ფენილკარბამატების საფუძველზე მომზადებულ ქირალურ სვეტებზე სითხურ ქრომატოგრაფიაში მოძრავ ფაზად წყალი-აცეტონიტრილის ნა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com