ka | en
Company Slogan TODO

ფიშერის ფუძის ახალი ბის-ანალოგების გარდაქმნები და კვლევა

ავტორი: მარინა ტრაპაიძე
თანაავტორები: სოფიკო კვინიკაძე
საკვანძო სიტყვები: დიპიროლონაფტოდია¬ზეპინი, დიპიროლობენზოქინოქსალინი, სპიროქრომენი, ფოტოქრომული თვისებები
ანოტაცია:

ფიშერის ფუძის ახალი ბის-ანალოგების გარდაქმნები და კვლევა მარინა ტრაპაიძე, სოფიკო კვინიკაძე marina.trapaidze@tsu.ge, ქიმიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის პრ. 3 ახალი, უფრო ეფექტური და ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატების შექმნა თანამედროვე ქიმიური და ფარმაცევტული კვლევების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მსოფლიო გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ სამკურნალო პრეპარატთა აქტიური ინგრედიენტების დიდი ნაწილი ჰეტეროციკლურ ნაერთებს მიეკუთვნება. მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესოა ერთ მოლეკულაში ორი ან მეტი სხვადასახვა ჰეტეროციკლური ფრაგმენტის გაერთიანება, რაც ფართო სპექტრის ფიზიოლოგიური აქტიურობის მქონე ახალი სუბსტანციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. წარმოდგენილი სამუშაოს თემად შერჩეულია დიპიროლონაფტოდიაზეპინისა და დიპიროლობენზოქინოქსალინის ბირთვის შემცველი „ფიშერის ფუძის“ ბის-ანალოგების საფუძველზე ახალი ბის-სპიროპირანების მიღება. ფიშერის ფუძეების ბისანალოგების კონდენსაციით 3–ქლორ–5–ნიტრო–, 3,5-დიბრომ-, 5-ნიტროსალიცილის ალდეჰიდებთან და β-ოქსინაფტალდეჰიდთან მიღებულ იქნა ოთხი ახალი ბის-სპიროქრომენი. სპექტრული მეთოდებით დადგენილია სინთეზირებული ახალი სპირონაერთების სტრუქტურა. ულტრაიისფერი სპექტრების გამოკვლევით შესწავლილია სპირო ნაერთების ფოტოქრომული თვისებები. მათი სავარაუდო ბიოლოგიური აქტიურობა შევისწავლეთ Pass Online პროგრამის გამოყენებით. ჩატარებულია ასევე ფიშერის ფუძეების ბის-ანალოგებში ელექტროფილური ჩანაცვლების რეაქციები - ნიტროზირება და ფორმილირება. გრძელდება რეაქციის პროდუქტების სტრუქტურის შესწავლა. ლიტერატურა: 1. Sh.A.Samsoniya, M.V.Trapaidze, N.N. Nikoleishvili, K.G.Japaridze, J.P.Maisuradze, and U. Kazmaier. Chemistry of Heterocyclic Compounds, 2010, Vol. 46, No. 8, p. 1016-1019. 2. Sh.A.Samsoniya, M.V.Trapaidze, N.N. Nikoleishvili, K.G.Japaridze, J.P.Maisuradze and U. Kazmaier. Chemistry of Heterocyclic Compounds, 2011, Vol. 47, No. 9, p. 1098-1104. 3. Ш.А.Самсония, М.В.Трапаидзе, Н.Н.Николеишвили. Интернациональный журнал - Химия Гетероциклических Соединений, 2013, № 4, c. 580-584



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com