ka | en
Company Slogan TODO

ქიმიის დეპარტამენტის 2019 წლის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ანგარიში

ავტორი: მარინა ქარჩხაძე
თანაავტორები: მარინა ქარჩხაძე
საკვანძო სიტყვები: სტუდენტთა სამეცნიერო წრე, 2019 წელი, ჩატარებული ღონისძიებები, ანგარიში.
ანოტაცია:

სტუდენტთა სამეცნიერო წრე აერთიანებს ბაკალავრიატის 36 სტუდენტს, 16 მაგისტრანტს და 12 დოქტორანტს. 2019 წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები: 1. წლის განმავლობაში ჩატარებულია ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის 14 სამუშაო შეხვედრა, აქედან ორი Worrkshop-ი. 2. 2019 წლის 21 ივნისს ქიმიის დეპარტამენტში ჩატარდა მეცხრე ვორქ-შოპი, სადაც მონაწილეობა მიიღო 11 სტუდენტმა. კომისიის გადაწყვეტილებით გადანაწილდა ადგილები: I ადგილი- გია დაღელაშვილი, ვიტალი დევრისაშვილი-ბაკალავრიატის II სემესტრის სტუდენტები; II ადგილი-ქეთევან ნანობაშვილი- მაგისტრატურის II სემესტრის სტუდენტი; III ადგილი- ლიზი კაკალაშვილი- ბაკალავრიატის IV სემესტრის სტუდენტი. 3. 2019 წლის 24-26 ივლისს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა მეშვიდე საფაკულტეტო სტუდენტური კონფერენცია. დაცულია 12 საბაკალავრო და 31 სამაგისტრო ნაშრომი, დოქტორანტების 5 სემინარი და 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი. 4. 2019 წლის 20 დეკემბერს ქიმიის დეპარტამენტში ჩატარდა მეათე Worrkshop-ი. მოხსენებით გამოვიდა 10 სტუდენტი. კომისიის გადაწყვეტილებით გადანაწილდა ადგილები: I ადგილი- ნინო გოგიჩაშვილი -ბაკალავრიატის VII სემესტრის სტუდენტი; II ადგილი-ლიზი კაკალაშვილი- ბაკალავრიატის V სტუდენტი. III ადგილი- გია დაღელაშვილი- ბაკალავრიატის III სემესტრის სტუდენტი. 5. ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა თანაავტორობით გამოქვეყნებულია 10 სამეცნიერო სტატია: უცხოეთში- 7, ქართულ გამოცემებში -3. სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა: უცხოეთში - 4 დოქტორანტი და 1 მაგისტრანტი; საქართველოში: 4 დოქტორანტი და 9 მაგისტრანტი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com