ავტორიზაცია
არასრულფასოვანი კვების გეოგრაფია
ავტორი: თინათინ არჩვაძესაკვანძო სიტყვები: საკვები, უზრუნველყოფა, მოთხოვნილება, ცუდი კვება, კალორია
ანოტაცია:
დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვების დანაკლისს განიცდის და დღიური კალორიების ნორმის მცირე ნაწილს იღებს, ამას ემატება მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვან კვებას. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკვების უქონლობის გარდა, ხალხის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის არასრულფასოვანი კვება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წლის "გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. გაეროს მონაცემებით მსოფლიოში 821 მილიონი, ანუ ცხრიდან ერთი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა,დაახლოებით 151 მილიონ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კი ზრდა და განვითარება აქვს შეფერხებული ცუდი კვების გამო. კვება ითვლება ნორმალურად, თუ ადამიანი დღეში იღებს 2600-2800 კილოკალორიას (კკალ). მიღებული კალორიების მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში მოსახლეობის მდგომარეობა, უკანასკნელ ათწლეულში გაუმჯობესდა. თუმცა განსხვავებაც თვალსაჩინოა. თუ განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე 3400 კკალ მოდის, იგივე მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში 2700-ის, ხოლო ცენტრალურ აფრიკაში 2000-ს აღწევს. კვების პროდუქტებში, განვითარებულ ქვეყნებში, ცხოველური წარმოშობისაა 1/3, ხოლო განვითრებადში 7%. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს დიდი რაოდენობით მოიხმარენ ლათინური ამერიკის ქვეყნებში, რაც მესაქონლეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული. საქართველოში აქტუალურია არასრულფასოვანი კვების პრობლემა, მთელი რიგი კვებითი ფაქტორების (ცილები, ცხიმები, მიკროელემენტები და სხვ.) დეფიციტი, რაც თავის მხრივ, მოსახლეობაში იწვევს ავიტამინოზს, ანემიებს, ბავშვებში ზრდისა და განვითარების შეფერხებას და სხვ. მსოფლიო ბანკის შეფასებებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 3% საქართველოში არასრულფასოვნად იკვებება.
მიმაგრებული ფაილები:
The Geography of Malnutrition [en]არასრულფასოვანი კვების გეოგრაფია [ka]