ავტორიზაცია
ამფიბოლის ჯგუფის მინერალების მიკროსკოპული დიაგნოსტიკა და მათი როლი მაგმური ქანების ფორმირებაში
ავტორი: რეზო ვეკუაანოტაცია:
ამფიბოლები ფართედ გავრცელებული ქანმაშენი მინერალების ჯგუფია. კრისტალოქიმიური ფორმულით ისინი ბაფთისებურ სილიკატებს მიეკუთვნებიან და შესაბამისად აქვთ წაგრძელებული კრისტალები, ხშირად პრიზმული, ზოგჯერ ნემსისებური. ქიმიურად 4 ჯგუფად იყოფა: ა)Fe-Mg-Mn-იანი ამფიბოლები; ბ)კალციუმიანი ამფიბოლები; გ)ნატრიუმ-კალციუმიანი ამფიბოლები და დ)ტუტე ამფიბოლები; კრისტალდება რომბულ და მონოკლინურსინგონიაში. რომბული ამფიბოლები ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ისინი უმთავრესად კონტაქტ მეტამორფული მინერალებია და წარმოდგენილია ანტოფილიტითა- (Mg,Fe+2)7Si8O22(OH)2 და ჟედრიტით- (MgFe+2)5Al2Si6022(OH)2. აღსანიშნავია, რომ ამფიბოლები¬დან მხოლოდ ისინი ხასიათდებიან მაგნიტურობით. შედარებით ფართე გავრცელებით ხასიათდებიან კალციუმიანი ამფიბოლები, რომლებიც მონოკლინურ სინგონიაში კრისტალდებიან. ამათგან მთავარია ტრემოლითი, აქტინოლითი და რქატყუარა. ტრემოლითი და აქტინოლითი ერთ იზომორფულ რიგს წარმოადგენს, რომლის კიდურა წევრებია სწორედ ეს მინერალები: ტრემოლითი-Ca2Mg5Si8O22(OH)2 და აქტინოლითი- Ca 2Fe5Si8O22(OH)2. რქატყუარა ფართედ გავრცელებული ქანმაშენი მინერალია; გვხვდება როგორც მაგმური, ისე მეტამორფული ქანებში. იგი ტიპიური ქანმაშენი მინერალია საშუალო შედგენილობის მაგმური ქანებისა (დიორიტ-ანდეზიტები და სიენიტ ტრაქიტები) და ამფიბოლიტური ფაციესის მეტამორფიტებისათვის (ამფიბოლიტები, ამფიბოლიანი კრისტალური ფიქლები). როგორც განმსაზღვრელი მინერალი ფიქსირდება ფუძე და მჟავე მაგმურ ქანებსა და კონტაქტ-მეტამორფულ ქანებში. ტუტე ამფიბოლებს მიეკუთვნება: გლაუკოფანი--Na2Mg3Al2[Si8O22(OH); რიბეკიტი-Na2Fe2+2,3[Si8O22(OH)2; არფვედსონიტ Na3 Fe4 Fe+3[Si8O22(OH) და ბარკიევიკიტი - Ca2(Na,K)(MgFe2,3 Mn)5[Al1.5 Si6.5O22](OH,F)2. ტუტე ამფიბოლებიც მონოკლინურ სინგონიაში კრისტალდებიან, წარმოქმნიან სვეტისებურ და სხივოსნურ კრისტალებს. რიბეკიტი და არფვედსონიტი, ძირითადად ტუტე ეფუზივების ქანმაშენი მინერალებია, დაკავშირებულია Na-ით მდიდარ დაკაჟმიწით გაღარიბებულ ქანებთან(ნეფელინიანი სიენიტები, ტუტე ტრაქიტები). რიბეკიტი და არფვედსონიტი, ძირითადად ტუტე ეფუზივების ქანმაშენი მინერალებია, დაკავშირებულია Na-ით მდიდარ და კაჟმიწით გაღარიბებულ ქანებთან (ნეფელინიანი სიენიტები, ტუტე ტრაქიტები).
მიმაგრებული ფაილები:
ამფიბოლის ჯგუფის მინერალების მიკროსკოპული დიაგნოსტიკა და მათი როლი მაგმური ქანების ფორმირებაში [ka]