ავტორიზაცია
საქართველოს მთიანი ტერიტორიების პრობლემები და საერთაშორისო გამოცდილება
ავტორი: გიორგი კაპანაძესაკვანძო სიტყვები: მთის კანონი, მდგრადი განვითარება, საერთშორისო გამოცდილება, ქვეყნების სტრატეგია.
ანოტაცია:
მთიანი ტერიტორიების გამოყენების ფორმები და მასთან და კავშირებული პრობლემები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარების დონესთან. თუ განვითარებად ქვეყნებში მთიანი რეგიონები „გამოირჩევიან“ ეკონომიკური ჩამორჩენილობით, სოციალური დაძაბულობით და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლებით, საპირისპირო ვითარებაა განვითარებულ ქვეყნებში. აქ მთიანი რეგიონები უკვე ჩამოყალიბდნენ ტურისტულ ცენტრებად და ხასიათდებიან ცხოვრების მაღალი დონით. ყველა ქვეყნის სტრუქტურულ პოლიტიკაში მთიან რეგიონებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამიტომაც საინტერესოა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიდგომები მთიან ტერიტორიებთან დაკავშირებით. მოხსენებაში განხილულია მთიანი ტერიტორიების პრობლემები „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების სტრატეგიის“ მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას. არსებული სტრატეგიული დოკუმენტი შედარებულია მსოფლიოს სხვა მაღალმთიანი ქვეყნების განვითარების სტრატეგიასთან. ასევე მოხსენებაში განიხილულია საქართველოში არსებული „ მთის კანონი“ რომელიც შედარებულა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების „მთის კანონთან“.
მიმაგრებული ფაილები:
Problems of mountain areas in Georgia and international experience [en]საქართველოს მთიანი ტერიტორიების პრობლემები და საერთაშორისო გამოცდილება [ka]