ka | en
Company Slogan TODO

თანამედროვე უმაღლესი სკოლის მიზნები და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკა: ფილოსოფია, მეთოდოლოგია, მოდელები და რეალობა.

ავტორი: ლევი გეონჯიანი
საკვანძო სიტყვები: თვითორგანიზებადი სისტემები, ინტელექტუალური სისტემები
ანოტაცია:

თვითორგანიზებადი სისტემების დინამიკის თავისებურებებზე დაყრდნობით განზოგადოებულია უმაღლესი სკოლის, როგორც თვითორგანიზებადი ინტელექტუალური სისტემის განვითარების მსოფლიო ტენდენციები. მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე პროეცირებულია ხოსე ორტეგა გასეტის წარმოდგენა უნივერსიტეტის მისიაზე. გამოყოფილია ინვარიანტები, რომლებიც განსაზღვრავენ ინტელექტუალური სისტემების მდგრადობას. შემოთავაზებულია წარმოდგენა მრავალკომპონენტიან თვითორგანიზებად სისტემაზე, რომლის ელემენტები განიცდიან ევოლუციას. ამ წარმოდგენაზე დაყრდნობით ფორმულირებულია საუნივერსიტეტო საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ამოცანები, მათი გადაწყვეტის მიდგომები და მიზანი - კურსდამთავრებული, როგორც სისტემის პროდუქტი, წარმოადგენდეს თვითორგანიზებად სისტემაში ახალი რეალობის შექმნის კონკურენტუნარიან ელემენტს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com