ავტორიზაცია
ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი გლუკოზის და გალაქტოზის წარმოებულების სინთეზი
ავტორი: ნელი სიდამონიძეთანაავტორები: ნელი სიდამონიძეა, რამაზ გახოკიძებ, რუსუდან ვარდიაშვილიბ, მაია ნუცუბიძებ
საკვანძო სიტყვები: საკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები, კონდენსაცია, ნიტროზო (NO) ჯგუფი.
ანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო N–გლიკოზიდების სინთეზი. საწყის ნივთიერებად აღებულ იქნა გლუკოზის (1) და გალაქტოზის (2) კონდენსაციის პროდუქტები პ-ნიტროანილინთან - β-N-(p-ნიტროფენილ)-D-გლუკოპირანოზილამინი (3) და β-N (p-ნიტროფენილ)-D-გალაქტოპირანოზილამინი (4). ამ უკანასკნელის ამ უკანასკნელის აცეტილირებით ძმარმჟავის ანჰიდრიდით ნატრიუმის აცეტატის თანაობისას მიღებულია β-N-(p-ნიტროფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-0-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინი (5) და β-N-(p-ნიტროფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-0-აცეტილ-D-გალაქტოპირანოზილამინი (6). (5 და 6) ნაერთების მოქმედებით ნატრიუმის ნიტრიტთან სინთეზირებულია შესაბამისი ნიტროზონაერთები: -N-ნიტროზო-N-(-(p-ნიტროფენილ)- 2,3,4,6-ტეტრა-0-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინი (7) и -N-ნიტროზო-N-(-(p-ნიტროფენილ)- 2,3,4,6-ტეტრა-0-აცეტილ-D-გალაქტოპირანოზილამინი (8). რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: