ka | en
Company Slogan TODO

მონაცემთა ბაზების შემსწავლელი ცნობარი

ავტორი: oliko marghishvili
თანაავტორები: მარიამ ფილაური
საკვანძო სიტყვები: მონაცემთა ბაზები, ვებ-აპლიკაცია, ცნობარი, ბაზების შესწავლა;
ანოტაცია:

რეზიუმე - მონაცემთა ბაზები გამოიყენება დღესდღეისობით ყველა enterprise და არამხოლოდ enterprise აპლიკაციაში, შეუძლებელია გვქონდეს რაიმე აპლიკაცია და არ გვჭირდებოდეს ინფორმაციის დამახსოვრება/წამოღება მონაცემთა ბაზებიდან, უდიდესი გამონაკლისების გარდა, ვთქვათ, როცა გვაქვს ერთგვერდიანი სტატიკური ვებ აპლიკაცია. მაშასადამე მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია დეველოპერისთვის, რომელიც სერვერულ მხარეზე მუშაობს. აპლიკაციების უმეტესი ნაწილი იყენებს SQL მონაცემთა ბაზებს. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე მისი შემსწავლელი მასალები ძალიან მწირი რაოდენობითაა. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა ცნობარისმაგვარი ვებ აპლიკაცია, რომელიც საშულებას მისცემდა მსურველს, შეისწავლოს SQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობა მშობლიურ ენაზე ორი ძალიან ცნობილი და ფართოდ გამოყენებული ბაზის მაგალითებზე, Oracle და PostgresSQL და მათ შედარებით ანალიზზე რომელიმე კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული მონაცემა ბაზის მაგალითზე, რაც მათ თვალსაწიერს ერთი-ორად გააფართოებს, სწავლის პროცესი დაფუძნებული იქნება თვალსაჩინო მაგალითებზე, დასმული ამოცანითა და მისი ამოხსნა სკრიპტით, სადაც ნავიგაცია იქნება user-friendly. ჩვენ მიერ შემუშავებული ვებ-აპლიკაცია შედგება სამი ნაწილისგან: Oracle database, სადაც შენახული იქნება ყველა სახის მონაცემი, რაც აპლიკაციას სჭირდება, Java – middleware, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ბაზასა და front-end-ს შორის, front-end, რომლის იმპლემენტაციისთვის გამოვიყენებთ Angular 5-ს და რომელიც უზრუნვეყოფს მომხმარებლის ინტერაქციას საჭირო სერვისებთან.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com