ka | en
Company Slogan TODO

ქარის პარამეტრების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე (თბილისი, საქართველო)

ავტორი: გიორგი ხომასურიძე
საკვანძო სიტყვები: ქარის პარამეტრები, კლიმატის ცვლილება, თბილისი
ანოტაცია:

კლიმატის ცვლილების გლობალური ხასიათის მიუხედავად, მისი მრავალფეროვანი გამოვლინების ინტენსიობის და ზემოქმედების მასშტაბებს ახასიათებს ლოკალური სპეციფიკა, სხვადასხვა რეგიონების, გეოგრაფიული მდებარეობის და მეტეოროლოგიური მახასითებლების შესაბამისად. კვლევის მიზანია, ქარის რეჟიმზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება ქალაქ თბილისისათვის. თბილისის ირგვლივ განლაგებული ქედების ექსპოზიცია, ქვაბულის ტერასული აგებულება, ჰიდროქსელი, მცენარეული საფარი და სხვა იწვევს ქარის რეჟიმის მნიშვნელოვან ცვლილებას. შესაბამისად, ქალაქის კლიმატური დარაიონების გონივრული გათვალისწინება, აუცილებელია ურბანიზაციის მზარდი ტემპის პირობებში, ვინაიდან კლიმატის ცვლილებაზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს თვით ქალაქმა, ხოლო არასწორმა ურბანულმა დაგეგმარებამ, თანამედროვე ეკოლოგიურ პირობებში, შესაძლებელია კლიმატური პარამეტრების შეცვლა გამოიწვიოს. კვლევისთვის გამოყენებულია, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ქალაქ თბილისის, მეტეოროლოგიური სადგურის მონიტორინგის მასალები (1969-2018 წწ). 50 წლიან პერიოდში დადგენილია ქარის მახასითებლების, ქარის სიჩქარის (საშუალო და აბსოლუტური მაქსიმალური), მიმართულებისა და შტილის, ცვლილების შეფასება სეზონების მიხედვით, 10 წლიანი პერიოდებისათვის. კვლევის შედეგად, დავადგინეთ, რომ წრფივი აპროქსიმაციის ტრენდით ქარის საშუალო სიჩქარე იცვლება 1.2მ/წმ ÷ 1.8 მ/წმ-მდე, ხოლო ქარის აბსოლუტური მაქსიმალური სიჩქარე 19.2 მ/წმ ÷18.3 მ/წმ-მდე, ე. ი. 50 წლიან პერიოდში ქარის საშუალო სიჩქარე გაიზარდა 0.6 მ/წმ-ით, ხოლო ქარის აბსოლუტური მაქსიმალური სიჩქარე შემცირდა 0.9 მ/წმ-ით. მთლიან პერიოდში, წრფივი აპროქსიმაციის ტრენდით, გამოიკვეთა გაბატონებული ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარის სიჩქარის შემცირება, ამავე დროს აღინიშნა შტილის დღეების რაოდენობის შემცირება ყველა სეზონში. ქალაქის სხვადსახვა მიმართულების ქარის რეჟიმი ხასიათდება რთული სპექტრით და საკმაოდ დიდ საზღვრებში მერყეობს, რაც დამოკიდებულია ქუჩების, კვარტლების, სკვერების და ქალაქის სხვადასხვა ობიექტების განლაგებაზე. გაბატონებული ქარები ყოველთვის ვერ აღწევენ ქალაქის ცენტრამდე, რაც უარყოფითად აისახება ქალაქის აირაციაზე.


მიმაგრებული ფაილები:

ქარის პარამეტრების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე (თბილისი, საქართველო) [ka]
ქარის პარამეტრების შეფასება კლიმატის ცვლილების ფონზე (თბილისი, საქართველო) [ka]
Wind parameter assessment based on the climate changes (Tbilisi, Georgia) [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com