ავტორიზაცია
უსაფრთხო კომუნიკაციის ახალი მეთოდი
ავტორი: სალომე შეყილაძეთანაავტორები: გიგია აფციაური, დავით ხანჯალაძე
საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ნეირონული ქსელები, მანქანური სწავლება, დაცული კომუნიკაცია, სამესიჯო პროგრამული უზრუნველყოფა
ანოტაცია:
დღესდღეობით მანქანური სწავლება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დარგია, რომელიც კაცობრიობას ეხმარება არაერთი პრობლემის გადაწყვეტაში. პროექტის მთავარი მიზანია 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საკითხი - დაცული კომუნიკაცია - გადაჭრას არა უკვე ნაცნობი კრიფტოგრაფიული ალგორითმებით, არამედ GAN(Generative Adversarial Network)-ის მეშვეობით. დღევანდელ რეალობაში მრავალი პროგრამული უზრუნველყოფა არ იყენებს ინფორმაციის დაცულ „ტრანსპორტირებას“, ეს უკანასკნელი იწვევს ისეთი ინფორმაციის გაჟონვას ინტერნეტ სივრცეში, როგორებიცაა პირადი ინფორმაცია, საბუთები და სურათები, რაც საბოლოოდ არღვევს მომხმარებლების უფლებებს. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვექმნა სამესიჯო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში კომუნიკაცია იქნებოდა დაცული და ინფორმაციის შიფრირებისთვის დავაიმპლემენტირებდით მოდელს, რომელიც „ისწავლის“ ინფორმაციის კოდიფიცირებას კრიფტოგრაფიული ალგორითმების ცნობის გარეშე ისე, რომ დაცული იყოს კონფიდენციალურობის ნორმები და მესამე პირისთვის ინფორმაცია იყოს მიუწვდომელი.