ka | en
Company Slogan TODO

სპორტის აპლიკაცია ანდროიდზე

ავტორი: ნიკოლოზი ხიტირი
თანაავტორები: გიორგი წულაია, ოთარ ქართლელიშვილი, დავით მარტყოფლიშვილი
საკვანძო სიტყვები: სპორტი, ანდროიდი, აპლიკაცია
ანოტაცია:

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ძალზედ შემცირდა საზოგადოების დაინტერესება სპორტისადმი როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფიზიკური აქტივობების კუთხით. ამან განაპირობა სპორტის სახეობათა უმეტესობის ცნობადობის შემცირება, რაც ამ სახეობების სამომავლო განვითარებას უშლის ხელს. დავინახეთ რა პრობლემის აქტუალურობა და სიმწვავე, გადავწყვიტეთ, მიზნად დაგვესახა ნაკლებად ცნობილი და არამარტო, სპორტის სახეობების შესახებ ზოგადი ცოდნის ამაღლება, მათი პოპულარიზაცია. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ მობილური აპლიკაცია ანდროიდ პლატფორმაზე, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, ძალიან მარტივად და მოკლე დროში გაეცნოს ნებისმიერი სპორტის ისტორიას, ნახოს ინფორმაცია მასში მიმდინარე მოვლენების შესახებ, შეიტყოს და მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში, ივენთებში (იქნება ეს კონკრეტულ თამაშზე დასწრება, ფან-კლუბის შეკრება თუ გამოცხადებულ შეჯიბრებებში მონაწილეობა). თითოეულ მომხმარებელს (აპლიკაციაში დარეგისტრირებულ ადამიანს) შესაძლებლობა ექნება აგრეთვე, გაუზიაროს ცოდნა სხვას ან თუნდაც, დააორგანიზიროს საკუთარი ივენთი. შედეგად მივიღებთ საზოგადოებას, რომელიც მეტად ინფორმირებული და ჩართული იქნება სპორტულ აქტივობებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com