ავტორიზაცია
თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი ძელების სტატიკური იერარქიული მოდელების შესახებ
ავტორი: გია ავალიშვილითანაავტორები: მარიამ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი ძელი, ერთგანზომილებიანი მოდელი, სასაზღვრო ამოცანა, მოდელირების ცდომილების შეფასება
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია ანიზოტროპული არაერთგვაროვანი ცვლადი მართკუთხოვანი კვეთის ფენოვანი თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი ძელი, რომლის სისქე ან სიგანე შეიძლება ნულის ტოლი იყოს ბოლოებზე. ძელის ერთგანზომილებიანი მოდელების იერარქია აგებულია ფენოვანი თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი სხეულების წრფივი სტატიკური სამგანზომილებიანი მოდელის შესაბამისი სასაზღვრო ამოცანის ვარიაციული ფორმულირების გამოყენებით მრუდწირულ საკოორდინატო სისტემაში, როდესაც საზღვრის გარკვეულ ნაწილებზე მექანიკური გადაადგილება, ელექტრული და მაგნიტური პოტენ-ციალები, და ტემპერა¬ტურა ნულის ტოლია, ხოლო საზღვრის დანარჩენ ნაწილებზე კი მოცემულია ზედაპირული ძალის სიმკვრივე, საზღვრის გარე ნორმალის გასწვრივ ელექტრული გადაადგილების, მაგნიტური ინდუქციის და სითბოს ნაკადის მდგენელები, და ფენების საერთო ზედაპირებზე სრულდება ხისტი ტრანსმისიის პირობები. თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი ძელის ერთგანზომილებიანი მოდელების ასაგებად გამოყენებულია სპექტრალური აპროქსიმაციის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ წრფივ დრეკადობის თეორიაში ცვლადი სისქის ფირფიტებისათვის განზომილებით რედუქციის ი. ვეკუას მეთოდის განზოგადებას. ვარიაციულ ფორმულირებაზე დაყრდნობით აგებულია სტატიკური ერთგანზომილებიანი მოდელების იერარქია და გამოკვლეულია შესაბამისი სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების არსებობა, ერთადერთობა და უწყვეტად დამოკიდებულება მონაცემულ პირობებზე სათანადო საზოგადოდ წონიან სობოლევის სივრცეებში. ამავე დროს, დამტკიცებულია აგებული ერთგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი ცვლადის ვექტორ-ფუნქციების მიმდევრობის შესაბამის სივრცეებში კრებადობა საწყისი სამგანზომილებიანი ამოცანის ამონახსნისაკენ და დამატებით პირობებში შეფასებულია კრებადობის რიგი.
მიმაგრებული ფაილები:
თერმო-ელექტრო-მაგნიტო-დრეკადი ძელების სტატიკური იერარქიული მოდელების შესახებ [ka]On static hierarchical models of thermo-electro-magneto-elastic bars [en]