ka | en
Company Slogan TODO

ართვინ-ბოლნისის ზონის პალეოგენური ნალექების იქნოლოგიური შესწავლის ახალი მონაცემები

ავტორი: კახა ქოიავა
თანაავტორები: ნინო დუდაშვილი
ანოტაცია:

ჩვენი საკვლევი რაიონი მდებარეობს ართვინ-ბოლნისის ბელტის ჩრდილო ნაწილში, კერძოდ, წელს ზაფხულის ექსპედიცია ჩატარდა სოფ. ასურეთისა და ღოუბნის ჩრდილო ნაწილში, სადაც ძირითადად გაშიშვლებულია ზედაეოცენური კონგლომერატებისა და უხეშმარცვლოვანი ქვიშაქვების შრენარები. ამნალექების სტრატიგრაფიული მდებარეობისა და განლაგების შესახებ ლიტერატურაში სხვადასხვა მოსაზრებებია გამოთქმული. ზოგიერთი ავტორი მას მაიკოპურის ფუძედ მიიჩნევდა, მაგრამ შემდგომმა კვლევებმა ცხადჰყვეს ამ ნალექების ზედა ეოცენური ასაკი. ასევე დავის საგანი იყო ასურეთის კონგლომერატების განლაგების საკითხი. ზოგიერთის აზრით ეს კონგლომერატები ტრანსგრესიული ნალექების ფუძეს წარმოადგენდა, შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ეს ნალექები თანხმობითაა განლაგებული ქვეშ მდებარე სუბსტრატზე და ზედა ეოცენური დროის დაახლოებით შუა ნაწილში აზევებამ განაპირობა. სოფ. ღოუბნის მიდამოებიდან კონგლომერატები სოფ. ასურეთამდე და კიდევ უფრო დასავლეთისაკენ გრძელდება. შესაბამისად იზრდება მათი სიმძლავრეც და ასურეთის ხევში 250-260 მ.-მდეაღწევს. აქ ჭრილი შემდეგია: 1. ტუფოგენური ქვიშაქვები მუქი ფერის არგილიტების შუაშრეებით; 2. სქელშრეებრივი მოცისფრო-ნაცრისფერი არაკარბონატული ქვიშაქვები, რომლებშიც 10-20 სმ.-იანი კონკრეციები გვხვდება; 3. თხელშრეებრივი ქვიშაქვებისა და თიხების შრენარი. გვხვდება თაბაშირის კრისტალები და ფირფიტები. ჭრილის ზედანაწილში ქვიშაქვების რაოდენობა ჭარბობს. 4. კონგლომერატების და ქვიშაქვების მძლავრი შრენარი 250-260მ. 5.უხეშმარცვლოვანი ქვიშაქვები, რომლებშიც გამოერევა თიხების შრეებიც. ასურეთის ჭრილში ნალექები სრულადაა წარმოდგენილი. ამრიგად, ასურეთისა და ღოუბნის კონგლომერატები გარკვეულად ზედა ეოცენური ასაკისაა. ღოუბნის ასურეთის მიდამოებში, აღმავალ ჭრილში, კარგად ჩანს, თუ როგორ იცვლება შედარებით ღრმა ზღვის ნალექები მარჩხი ზღვის ფაციესით. საკვლევი რაიონის ზედაეოცენურ ნალექებში ჩვენს მიერ დადგენილია იქნოფაუნის, Planolites და Chondrites – ის გვარების წარმომადგენლები Planolites Nicolson, 1873. შრეების საგებზე ხშირად შეიმჩნევა გლუვზედაპირიანი ბურცობები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეშ მდებარე შრის სახურავზე ღარების და მის ზედა ნაწილში არსებული ნაკვალევის შემავსებლებს შემდგომში გამკვრივებული ნალექით. Chondtites Sternberg, 1833 (part. FucoidesBrongiart, 1923). მცირე ზომის სოროები, რომლებიც გარეგნულად ჰგავს მცენარის ფესვს, რომლის ფუძიდან რადიალურად გამოდის მრავალი დანაწევრებული განტოტება. ცხოველი, რომელიც აგებდა ასეთ სოროებს, სავარაუდოდ არის ნემატოდე (მრგვალიჭია).Chondtites გვხვდება ზღვიურ ნალექებში და განსაკუთრებით დამახასიათებელია ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში წარმოქმნილი ნალექებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

ართვინ-ბოლნისის ზონის პალეოგენური ნალექების იქნოლოგიური შესწავლის ახალი მონაცემები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com