ka | en
Company Slogan TODO

დავითგარეჯა ძველი კარტოგრაფიული წყაროების მიხედვით

ავტორი: დალი ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: სახელმწიფო საზღვარი, ისტორიული რუკები, დავითგარეჯა, საქართველო
ანოტაცია:

სხვადასხვა ისტორიული წყაროების საფუძველზე შედგენილი საქართველოს ისტორიული ატლასის რუკების მიხედვით, დავითგარეჯა ძვ.წ. VI-I საუკუნეებში კავკასიის ალბანეთის შემადგელობაში იყო. ვითარება ნაწილობრივ იცვლება შემდგომ, თუმცა მტკვარსა და იორს შორის მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ყარაიის ველი, დავითგარეჯის მთელი კომპლექსი) მთლიანად საქართველოს ფარგლებში იყო საუკუნების მანძილზე. ცხადია, ამ პეროდის რუკები არ მოგვეპოვება. ერთადერთია ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დავითგარეჯის საქართველოსადმი მიკუთვნებულობის განსაზღვრა. საქართველოს საზღვრის ტრანსფორმაციების შესწავლის მიზნით განხორციელდა რუსეთის იმპერიის პერიოდში გამოცემული სხვადასხვა მასშტაბის, მათ შორის ზოგადგეოგრაფიული საშუალო- და მსხვილმასშტაბიანი რუკების ურთიერთშედარება და ანალიზი. მათზე გატარებული საზღვრის კონტურები (პოლიტიკური, ადმინისტრაციული) იმ პერიოდში არსებული საზღვრების რეტროსპექტივის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენი ქვეყნის საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ იურიდიული ძალა აქვს 1921 წლის 5 ივლისს საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ შორის საზღვრების მოწესრიგების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებას. მასში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური საზღვრები დარჩა უცვლელი, ანუ ისე როგორც ეს განსაზღვრული იყო 1920 წლის 12 ივნისის აღსთაფის ხელშეკრულებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავითგარეჯა და მიმდებარე ტერიტორიები საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. ხელშეკრულების მიხედვით სადემარკაციო ხაზის შეთანხმება მოხდა 5-ვერსიანი (თანამედროვე მასშტაბით 1:210,000) რუკის მიხედვით. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრად დაიდო ბორჩალოსა და ყაზახის მაზრებს შორის გავლებული საადმინისტრაციო ხაზი. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია და ტერიტორიული დანაკარგი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარსაც.


მიმაგრებული ფაილები:

Davitgaredja according to old cartographic sources [en]
დავითგარეჯა ძველი კარტოგრაფიული წყაროების მიხედვით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com