ავტორიზაცია
დაპროგრამება Raspberry Pi-ზე
ავტორი: ანა გვენცაძეთანაავტორები: ლია ხარაზიშვილი, დემეტრე ძმანაშვილი, ნოდარ ალექსაშვილი
საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო საიტი, საგანმანათლებლო საიტის განვითარების ეტაპები, Raspberry Pi
ანოტაცია:
დღესდღეობით ტექნოლოგიების სამყარო განიცდის სწრაფ ცვლილებებს. ამის მიზეზია მზარდი მოთხოვნა მოქნილ ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან მრავალი ფუნქციით. მინი კომპიუტერი Raspberry Pi (RPi) უდავოდ შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ინჟინერულ მიღწევას, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელს მრავალი შესაძლებლობით. განსაკუთრებით პოპულარულია RPi-ის გამოყენება გარეგანი მოწყობილობების დისტანციურ მართვასა და რობოტიკაში. შესაბამისად, აქტუალური ხდება RPi-ის ათვისება და მასზე დაპროგრამების შესწავლა. მაშასადამე, მიზანშეწონილია შეიქმნას საგანმანათლებლო ვებ-საიტი, რომელიც ასწავლის მომხმარებელს რეალური მინი-პროექტების შექმნას RPi-ის გამოყენებით. იგეგმება, რომ ზემოხსენებულმა საიტმა მოიცვას ვიდეო გაკვეთილები, თეორიული მასალები და ამ თემასთან დაკავშირებული სიახლეების ფორუმი. აგრეთვე, გათვალისწინებული გვაქვს საკონტაქტო საშუალების დამატება, რათა მომხმარებელმა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს დახმარების მიღება სასწავლო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით.